სხვა პამელა ანდერსონმა უარი თქვა წყლის გადასხმაზე ,ანუ Ice Bucket Challenge-ის აქციაში მონაწილეობაზე და დაასახელა მიზეზიც 2014, 24 აგვისტო, 23:38 პამელა ანდერსონის განცხადებით მეცნიერებმა აქცია გაწელეს იმისთვის, რომ ცხოველებზე ატარებენ ცდებს. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ბოიკოტი გამოუცხადა Ice Bucket Challenge-ს, რომელსაც ასეულობით ცნობილი ადამიანი შეუერთდა მთელი მსოფლიოდან. მსახიობმა და მოდელმა მიზეზი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე განმარტა:"მინდა, რომ დღეს საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს არა სკლეროზის პრობლემას, არამედ ALS-ს ასოციაციის მოღვაწეობას და იმ ცდებს, რომლებსაც ცხოველებზე ახორციელებენ". 47 წლის პამელამ განმარტა, რომ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის წამლის ძიებაში ALS-ს მეცნიერები ცდებს ატარებდნენ ცხოველებზე, რომელიც არაპროდიქტიული გამოდგა. მსახიობს მაგალითად მოჰყავს FDA-ს მონაცემები:"100 პრეპარატიდან, რომლების გამოცდაც ცხოველებზე წარმატებით განხორციელდა, 92-მა ადამიამზე ტესტირება ვერ გაიარა, ჩაფლავდა". მოძველებული მეთოდი ცხოველებზე ვერავითარ ეფექტს ვერ იძლევა, კომპიუტერული მოდელირება, ცდები მოხალისეებზე უფრო ეფექტურ შედეგებს გვაძლევს"-დასძინა მსახიობმა სწორედ ამიტომ მოუწოდებს ALS ხალხს, გვერდში ამოუდგნენ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც არ ერჩიან ცხოველებს და დროს ნამდვილად უქმად არ კარგავენ, იმისთვის, რომ შექმნან ეფექტური პრეპარატი. 284 3-ს მოსწონს
|