x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტრიბუნიდან გამოსროლილმა ქვამ ფეხბურთელი მოკლა
image





























ალჟირის კლუბ "კაბილიას" თავდამსხმელი ალბერტ ებოსე(albert ebosse), მას შემდეგ გარდაიცვალა, როდესაც ტრიბუნიდან გამოსროლილი ქვა თავში მოხვდა.

ტრაგედია სტადიონ ტიზი-უზუზე მოხდა .ქვეყნის ჩემპიონატზე "კაბილია" " ალჟირს"ხვდებოდა.


"კაბილია" შინ ატარებდა შეხვედრას და აგებდა 1:2-ს, ერთადერთი გოლი მასპინძლებიდან ებოსემ გაიტანა.მატჩის დასასრულს უკმაყოფილო გულშემატკივრებმა ქვების სროლა დაიწყეს, ერთ-ერთი 24 წლის ალბერტ ებოსეს მოხვდა.


ფეხბურთელი დაეცა და გონი დაკარგა.სასწრაფოს ექიმებმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, აქვე მედიკოსებმა დააფიქსირეს მისი სიკვდილი.

ებოსე "კაბილიაში" 2013 წლიდან თამაშობდა, შარშან მან 17 გოლი გაიტანა და ალჟირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბამდირი გახდა.


გამოძიება დაიწყო, დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ.image

0
45
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0