სალათები ბრინჯი ჩინურად 2012, 14 მაისი, 15:30 შემადგენლობა: 150 გრძელმარცვლიანი ბრინჯი;
3 კვერცხი; 2 ს/კ ზეითუნის ზეთი; 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი; ერთი კონა მწვანე ხახვი წვრილად დაჭრილი;
125 გ. მოხარშული ბარდის მარცვლები; 1 ს/კ სოიოს სოუსი; მწიკვი მარილი; დაჭრილი მწვანე ხახვი მოსართავად. მომზადება: მოხარშეთ ბრინჯი 10-12 წთ, გადაწურეთ და გაავლეთ ცივი წყალი, კიდევ კარგად გადაწურეთ. ქვაბში ჩაასხით ათქვეფილი კვერცხი და დადგით დაბალ ცეცხლზე, აურიეთ, მიიყვანეთ შესქელებამდე. გააცხელეთ ზეთი, დაამატეთ ნიორი, ხახვი და ბარდა, მოთუშეთ, აურიეთ 1-2 წთ. დაამატეთ ბრინჯი, კიდევ მოურიეთ. დაამატეთ კვერცხი, სოიოს სოუსი და მარილი, კიდევ მოურიეთ. გაანაწილეთ თეფშებზე, მორთეთ მწვანე ხახვით. 3623 4-ს მოსწონს
|