x
image
beko777
სარძლო და მომავალი დედამთილი: - ვაითუ მას არ მოვეწონო?

image



შიშის ეს გრძნობა ყველა ქალის სულში სუფევს. „ვაითუ...“ – შიშით ფიქრობს გოგონა, რომელიც შეყვარებულს მიჰყავს დედასთან გასაცნობად. როგორ წარუდგეს ის მას – ამ უცნობ და იდუმალ ქალს?


შეეცადეთ ყური მიუგდოთ ჩვენს რჩევებს.


პირველ რიგში: - არ შეშინდეთ. აკანკალებული ხმა და შეშინებული თვალები არავის უხდება. არის, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა, რომ მომავალი დედამთილი განრისხდება და შეიცოდებს საცოდავ შეშინებულ გოგონას. მაგრამ უფრო მეტად ის ჩაგთვლით უცნაურ არსებად გაუწონასწორებელი ფსიქიკით და საეჭვოა, მას მოუნდეს ასეთი გოგონას დანახვა მისი ვაჟის გვერდით. ასე რომ, უმჯობესია გაიღიმოთ და იხუმროთ. მაგრამ აქაც მეტისმეტი არ მოგივიდეთ. აშკარა მლიქვნელობა ხომ თქვენ არ აგამაღლებთ?
imageმეორე: - აუცილებლად ჩაიცვით სადად და მოდურად, მაგალითად, ღია ფერის კლასიკური კაბა ან რომანტიკულ სტილში.
მესამე: - გაჩუმებული ნუ იქნებით, საუბარში ჩაერთეთ, მომავალ დედამთილს დაუსვით შეკითხვები მის ცხოვრებაზე, სამსახურზე, კულინარიაზე, საყვარელ წიგნებზე, სპექტაკლებზე. ყველა ადამიანს უყვარს და მოსწონს, როცა მისი პერსონით გულწრფელად ინტერესდებიან.

პირველი გაცნობის მღელვარება, კარგი ატმოსფერო მომავალი ოჯა-ხის ჯილდო იქნება (ჯილდოდ მიიღებს კარგ ურთიერთობებს ოჯახში). დედამთილის სახით თქვენ შეიძენთ ახალ მეგობარს და კარგ მრჩეველს.
მაგრამ თუ მაინცდამაინც თქვენ გაიგებთ, რომ თქვენი შეყვარებულის დედა თქვენით არაა აღტაცებული, ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთილებაში. ანდაზა: - თხოვდები არა ადამიანზე, არამედ მის ოჯახზე – სულაც არ არის განაჩენი. თქვენთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს ქმრისადმი სიყვარული.

შვილის ახალგაზრდა ცოლი მისთვის ხომ მეტოქეა!



image„ - რა ცოლი, რის ცოლი! – აღშფოთებულია ბიჭის დედა, როცა მას სახლში მოჰყავს ახალი წევრი. – მე შენ სიცოცხლე შემოგწირე, გკვებავდი, გასმევდი, შენ კი...“ ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ზოგი-ერთი დედა შვილის დაქორწინებას ისე უყურებს, როგორც დანაშაულს. ასეთი რეაქცია ისეთი ქალებისთვისაა დამახასიათებელი, რომელთაც ქმრის გარეშე გაზარდეს ერთადერთი შვილი.
შევეცადოთ სიტუაციას შევხედოთ ასეთი დედის თვალით. ის ხშირად ბევრ რამეზე ამბობს უარს, რომ ბიჭმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს. ხშირად ის პირად ცხოვრებასაც არის მოკლებული იმისათვის, რომ მთლიანად ბავშვს დაუთმოს თავი. ის მისთვის მარტო შვილი (ვაჟი) კი არაა, არამედ – ერთადერთი და საყვარელი მამაკაცია. შვილის არჩევანს დედა უყენებს მკაცრ, ძირითადად გადამეტებულ მოთხოვნებს: ის უნდა იყოს ჭკვიანი, ლამაზი, კარგი კულინარი და არ იქნება ცუდი, თუ ის კიდევ კერავს. თუ ვაჟი უცებ მართლაც მოძებნის ასეთ საოცრებას, დედა მაინც გამოძებნის გოგონაში მთელ რიგ მიუტევებელ უარყოფით მხარეს.

შვილის ახალგაზრდა ცოლი მისთვის ხომ მეტოქეა!


imageამ სიტუაციაში არც ერთ მხარეს სარგებელი არ ექნება. ეს მხო-ლოდ ოჯახში აუტანელ მდგომარეობას გამოიწვევს. რძალი როგორმე უნდა შეეცადოს, რომ გაუგოს დედამთილს და მას უფრო მეტი ყურად-ღება და მზრუნველობა დაუთმოს. დედამთილებმა რძალში მეტოქე კი არ უნდა დაინახონ, არამედ – მეგობარი ან თუნდაც შვილი. და, რა თქმა უნდა, ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარია – ერთმანეთის პატივისცემა და უნარი, შეგეძლოს სხვისი აზრის მოსმენა.

თუ ურთიერთობა არ აეწყო...


imageრა ვქნათ? გამუდმებული გაბოროტებით ჭურჭლის მტვრევა და ოჯახის გაყოფა ორ მტრულ ბანაკად – არაა შექმნილი სიტუაციიდან გა-მოსავალი. ასეთ ურთიერთდაპირისპირებაში ყველა ცუდადაა: როგორც ქმარი, ისე რძალი, დედამთილი და ბავშვებიც კი, თუ ისინი გყავთ. რაც არ უნდა გამოუვალი მოგეჩვენოთ ეს სიტუაცია, გამოსავალი მაინც არის და ესაა – ცალკე ცხოვრება. ასეთ შემთხვევაში თქვენ დაიცავთ თავს, ქმარს და შვილებს მუდმივი დაძაბულობისა და სტრე-სისაგან. ისინი, რომლებმაც მუდმივ სკანდალში იცხოვრეს თუნდაც რამდენიმე წელი, მშვენივრად იციან, რომ წყნარი ცხოვრება ყველა-ფერზე ძვირფასია. თუ თქვენ პირველი მიხვედით იმ დასკვნამდე, რომ დროა ცალკე იცხოვროთ, შეეცადეთ ქმარს აუხსნათ, რომ ასე უკეთესი იქნება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ქმართან კატეგორიული და მაშინვე აუკრძალეთ თავს შემდეგი ტიპის ფრაზები: „აირჩიე: ან შენი დედა, ან მე“.


imageპირველ - რიგში: მეტისმეტი სიმკაცრეა მამაკაცი ასეთი არჩევანის წინაშე დააყენოთ;
მეორე: - ჯერ უცნობია, ის რომელ თქვენგანს ამოირჩევს. ცალკე ცხოვრების შემთხვევაში შეეცადეთ დედამთილთან შეინარჩუნოთ თუ თბილი არა, ნეიტრალური მდგომარეობა მაინც. აჩვენეთ მას, რომ მისი აზრი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ მას ხომ ძველებურად სცემთ პატივს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ქალი – თქვენი ნომერი პირველი მტერი კი არაა, არამედ თქვენი მეუღლის დედაა და მას ის უყვარს, როგორიც არ უნდა იყოს.


ქალთა უმრავლესობის გამოცდილება ამტკიცებს, რომ ქმრის ამხედრებას დედის მიმართ არავითარი სარგებლობა არ მოაქვს. ასეთ დროს ძალიან ხშირად თქვენ გამოხრავთ საკუთარ ოჯახურ კეთილდღეობას.

0
237
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0