x
image
beko777
Mediator image
რამდენად გაქვთ ნებისყოფა? (ტესტი)

image1. მოდის შეცვლასთან დაკავშირებით, იცვლება თუ არა თქვენი ჩაცმულობა?
ა) აუცილებლად – 8
ბ) ის უნდა ჩაიცვა, რაც გიხდება – 2
2. თუ გიყვართ კამათი?
ა) დიახ – 3
ბ) არა – 9
3. შეგიძლიათ თუ არა სხვათა შეხედულებების გაზიარება?
ა) გააჩნია, ვისი გამოთქმული აზრია – 5
ბ) არა – 10
4. თუ რაიმე ქცევისათვის გსაყვედურობენ, როგორ იქცევით – ცვლით თქვენს ქმედებას, თუ პრინციპულად განაგრძობთ იმავეს?
ა) არ შეიცვლით საქციელს – 0
ბ) გააჩნიათ, რა ფორმით გამოთქვამენ საყვედურს – 2
5.შეგიძლიათ თუ არა მეგობრული ურთიერთობა დაამყაროთ თქვენს კოლექტივში?
ა) არა – 2
ბ) დიახ – 3
6. თქვენი აზრით, ყველა ჭორი უსაფუძვლოა?
ა) დიახ – 0
ბ) კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება – 5
7. შეგიძლიათ თუ არა, ადრე თქვენთვის არამოდური ტანსაცმელი ჩაიცვათ?
ა) დიახ – 9
ბ) არა – 0
image8. პროფესიული უსიამოვნებების შემდეგ გახასიათებთ თუ არა მეგობრებში კამათი წამოიწყოთ?
ა) დიახ – 0
ბ) კამათს თავს არიდებთ – 10
9. შეგიძლიათ თუ არა თავგამოდებით ამტკიცოთ საკუთარი შეხედულებები?
ა) არა, ეს ძალიან სახიფათო საქციელია – 7
ბ) რა თქმა უნდა – 0
10. თქვენი დამცირების შემთხვევაში გარშემომყოფთაგან როგორ მოიქცევით?
ა) არ მიაქცევთ ყურადღებას – 1
ბ) აღნიშნული სიტუაციის შესაბამისად მიიღებთ გადაწყვეტილებას – 5
11. რაზე ფიქრობთ ავდრიან ამინდში, როცა სახლში მარტო რჩებით?
ა) სიმარტოვე გიხარიათ – 8
ბ) როგორ არ გიყვართ ცუდი ამინდი – 10


image30 ქულაზე ნაკლები: - ყველაფრის მიუხედავად, ფეხზე მყარად დგახართ. თქვენზე არ მოქმედებს ცუდი ამინდი, არც კონფლიქტი და კამათი. დიდი ნებისყოფა გაქვთ, რაც დაგეხმარებათ წარმატებების მიღწევაში.


30–50 ქულა: - საღად აზროვნების უნარი გაგაჩნიათ. საკმაოდ ჭკვიანი ხართ. დროთა განმავლობაში შეგიძლიათ შეხედულება შეიცვალოთ, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევთ.


50-ზე ქულაზე მეტი: - საკმაოდ დამთმობი ხართ, მაგრამ როდემდე? უფრო მეტად დაფიქრდით, სანამ გადაწყვეტილებებს მიიღებდეთ. გააძლიერეთ საკუთარი შეხედულებებისა და აზრების დაცვა.

0
136
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0