x
image
beko777
10 ვარსკვლავი საკუთარ წარსულთან პოზირებს
საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ჰოლივუდში, ფოტოშოფის მოყვარულებმა და ათი კაშკაშა ვარსკვლავი, საკუთარ ბავშობასთან და ახალგაზრდობასთან მიამონტაჟეს.
უფრო გასაგებად, რომ აგიხსნათ, საქმე იმაშია, რომ დასხდნენ მოცლილები და დღევანდელი ვარსკვლავების ფოტოები, მათივე ძველისძველ ფოტოებს მიუჯინეს გვერდით და რა გამოვიდა ამას უკვე ქვემოთ მოცემულ სურათებზე შეამჩნევთ, - დააკვირდით აბა? ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ ვაჟბატონებისგან ამისთანა კაშკაშა ვარსკვლავები დადგებოდა?


1. ჯენიფერ ლოურენსი 2007 და 2014 წლებში - რომ ვთქვათ, რომ რამით უარყოფითისკენ შეიცვალაო, ტყუილი იქნებოდა, 7-მა წელმა ამ ქალს ვერაფერი დააკლო

image
2. ტომ ჰენკსი 2014 და 1980 წელი - რა შეიძლება ითქვას? ერთადერთი შესამჩნევი ფაქტორი ალბათ თავზე თმის რაოდენობაა, თორემ ღიმილი, სახის ნაკვთები და ა.შ. მგონი იგივეა ხო?

image
3. ჯულია რობერთსი 1989 და 2013 წლებში - ამბობენ ჰოლივუდში მხოლოდ მამაკაცი მსახიობები ბერდებიანო და ამ ქალის შემხედვარე, რთულია არ დაეთანხმო... აბა, ჯულიას, რომ შეხედავ მასზე ვინმე ბებერს იტყვის?


image
4. მერილ სტრიპი 1980 და 2013 წელი - ამ ქალის ცხოვრებისეულ ისტორიას თუ ვინმე არ იცნობს, ის შეიძლება შეცდეს და ეგონოს, რომ მერილ სტრიპი თავის დაიკოსთან ერთად პოზირებს ფოტოგრაფების წინაშე

image
5. კრისტიან ბეილი 2013 და 1987 წელი - 2013 წლის ფოტოში აშკარად სახეზე აწერია კრისტიან სიხარულის ღიმილი ხო? აბა 80-ანების ამ ვარცხნილობას, რომ უყურებ საკუთარ ახალგაზრდობაში, ალბათ სიცილით კვდება

image
6. ლეონარდო დიკაბრიო 2013 და 1989 წელი - არადა, როგორც ყველა ისტორიაში ამბობს პერსონალური "ოსკარი" ვერადავერ მოიპოვა, გეგონება საორგანიზაციო კომიტეტი მასზე იმდენადაა განაწყენებული, რომ არც არასოდეს აღირსებენ "ოსკარს", არადა - რამედნი კარგი მთავარი როლი აქვს შესრულებული?

image
7. ემი ადამსი - 2014 და 1999 წელი - ყველაზე საინტერესო ამ 15 წლის მანძილზე იცით რა არის? რანაირად მოახერხა ამ ქალბატონმა, რომ ნახევარი თავით დადაბლდა თავის საწყის სიმაღლეზე? ა, ალბათ 99-ში მაღალქუსლიანებზე იდგა ხო?

image
8. მეთიუ მაკონახი 2014 და 1996 წელი - მოდით ვაღიაროთ, რომ მაინცდამაინც სიბერისა ამ კარგ მსახიობს არაფერი ეტყობა? ალბათ მეთიუ იმ კატეგორიაში გადის გვიან, რომ ბერდებიან ჰოლივუდში

image
9. სანდრა ბალოკი 2014 და 1993 წელი - ალბათ შესამჩნევია, რომ 90-ანებისგან განსხვავებით ქალბატონი სანდრა უფრო დაქალდა და ცანცარა კიკინებიანი გოგოდან მშვენიერ ლედიდ გადაიქცა, მაგრამ ახალგაზრდული სიმკვირცხლე თვალებში სადღაც გაქრა ხო?

image
10. ჯარედ ლეტო 1994 წელი და 2014 - დაუჯერებელია ხო? არადა საინტერესოა რანაირად უვლის თავს ეს კაცი, რომ კინუ რივზის რეკორდი გაიმეორა და თავის ახალგაზრდობას ისე გავს, თითქოს წლები საერთოდ არ მომატებოდეს? არადა ფაქტია - სხვაობა თითქმის არაა!

image

0
564
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
564
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0