სისხლის სამართალი მამაკაცმა ქორწილის ღამეს ცოლს სპირტიანი სასმელი გადაასხა და დაწვა,ხოლო უფრო ადრე საკუთარი და გააუპატიურა 2014, 19 აგვისტო, 12:06 თეთრი კაბა, ფატა, ყვავილები და საქორწილო ბეჭედი ყველა გოგონას ოცნებაა.27 წლის ვერონიკა ფილიპოვასთვის ეს მეორე ქორწინება იყო და გოგონა ფიქრობდა, რომ მეორედ ოჯახის შექმნა მაინც მოუტანდა ბედნიერებას და ოჯახურ მყუდროებას.მისი რჩეული 30 წლის ივან კუზმინი იყო. წყვილმა მაღაზიაში გაიცნო ერთმანეთი, გოგონა სუპერმარკეტში მუშაობდა გამყიდველად, ხოლო ივანე ყოველ საღამოს სამუშაოს დამთავრების შემდეგ შედიოდა მაღაზიაში. გაჩაღდა მათ შორის მხურვალე რომანი, ხოლო 2 კვირის შემდეგ ვერონიკა თავის 9 წლის ვაჟთან ერთად გადაბარგდა ივანესთან, რომელიც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. თუმცა ურთიერთობა მათ შორის არ აეწყო, ივანე ლოთობდა, ცემდა ქალს, ჰქონდათ მუდმივი ფინანსური კრიზისი. ვერონიკა რამდენჯერმე გამოექცა ივანეს, ცდილობდა ახალი ურთიერთობები წამოეწყო სხვა მამაკაცთან, თუმცა კუზმინმა ყველა ჩამოაშორა. "ის ლოთობდა და ცემდა ქალს, ხოლო ვერონიკა აქეთ-იქით დროს ატარებდა, ყველა წინააღმდეგი იყო მათი ურთიერთობის, თუმცა ვერონიკას არაფრის გაგონება არ სურდა-ამბობს ვერონიკას ტყუპი და ვიქტორია ჟუკოვა-ერთ დღესაც გამოგვიცხადა, რომ ივანეზე ოფიციალურად ქორწინდება." კუზმინს ფული არ ჰქონდა, დედისგან ისესხა, ცოლს კაბა უყიდა, თავისთვის შარვალ-კოსტუმი, დანარჩენი თანხით პროდუქტები და სპირტიანი სასმელები იყიდა. საქორწინო ცერემონიალი 15 აგვისტოს ვოლგოგრადის ერთ-ერთ ქორწინების სახლში შედგა. შემდეგ ახალდაქორწინებულები სტუმრებთან ერთად პატარძლის დის სახლში გაემართნენ, იყო მხიარულება, ბევრი ალკოჰოლი და ხმამაღალი მუსიკა. ღამის 12 საათზე წყვილი სახლში დაბრუნდა, ბავშვი დააძინეს, ხოლო თვითონ მეზობელთან შევიდნენ იქ გააგრძელეს ქეიფი. მეზობელთან ყოფნისას გაირკვა, რომ წყვილმა დაკარგა ოთახის გასაღები, სადაც ვერონოკას 9 წლის შვილს ეძინა. – მაშველები გამოიძახეს, რომ კარი გაეღოთ, თუმცა სანამ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოვიდოდნენ, ნამდვილი სკანდალი ატყდა ცოლ-ქმარს შორის-იხსენებს მეზობელი მარინა, -ივანე სასტიკად ცემდა ვერონიკას, მე ვცდილობდი გაშველებას". "ივანს დავემუქრე პოლიციას გამოვიძახებ მეთქი"-ამბობს მეორე მეზობელი დიანა. საბოლოოდ ქალებმა ვერონიკას დას და ივანეს დედას დაურეკეს.ისინი მალევე მოვიდნენ, ტრაგედია მათ თვალწინ დატრიალდა."დაგწვამ"-დაიღრიალა მამაკაცმა, ქალს საქორწინო კაბაზე სპირტიანი სასმელი გადაასხა და სანთებელათი მოუკიდა. სინთეთიკური კაბა უცებ აალდა, ყველანი ერთიანად ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ, მათ შორის თვითონ ივანეც. სიძის დედამ საწრაფო გამოიძახა, ვერონიკა კლინიკაში გადაიყვანეს, საავადმყოფოში ქალს ივანეც გაყვა. გზაში ვერონოკა ჯერ კიდევ გრძნობაზე იყო, იგი აცხადებდა, რომ თავი შემთხვევით დაიწვა..სპირტიანი სასმელი გადაესხა იმ დროს როდესაც თან ეწეოდა.....ექიმებმა ვერონიკას გადარჩენა ვერ შეძლეს, მას სხეულის 90% დამწვარი ჰქონდა. ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ ივანეს დედამ პირველი კომენტარი გააკეთა:"მან თავი ვერ შეიკავა, ის ღალატობდა და არაფერს იკლებდა". თუმცა როგორც გაირკვა კუზმინს ადრეც ჰქონდა დანაშაული ჩადენილი. 10 წელი გაატარა ციხეში, 19 წლის იყო, როდესაც ნარკოტიკების მოხმარება დაიწო და შედეგად საკუთარი 13 წლის და გააუპატიურა. 596 5-ს მოსწონს
|