x
მეტი
  • 17.07.2024
  • სტატია:136025
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510295
გიჟი?

დღე 1


ღამე.. მთვარე.. სიჩუმე.. ღამის 3 საათი.. ჩაძინებული
ქალაქი.. ირგვლივ აბსოლუტური მდუმარება გამეფებული.. ისეთი სიჩუმე, თითქოს დუმილიც
მკვდარია.. ჩემს ირგვლივ არსებულ სამყაროში ერთადერთი “ფხიზელი“ და მდუმარე ჯამისაგან
განსხვავებული ადამიანი ჩემი საცხოვრებლის წინ მდებარე სასაფლაოს კართან (რომელიც საკმაოდ
შემზარავია დღის სინათლეზეც კი)


“ფხიზელი? ისიც
საფლავზე მდგარი მარმარილოს ქანდაკებასავით ერთ ადგილზე გაყინული, თუმცა ცოცხალი და
დაუმარხავი..


ერთი წამი..


ერთი წუთი..


ერთი საათი..


ის ცეცხლს ანთებს, (რაღაცას წვავს) შემდეგ დგება,
დგება და მიდის





დღე 2


ღამე, სრული უკუნი, წვიმა, ის ისევ იქ ზის, ისევ
გაყინული, თითქოს ქანდაკება.. ლამპიონის შუქზე ძლივს შესამჩნევი, თუმცა ჩემთვის ყურადღების
ცენტრში მყოფი


ისევ მთელი ღამე
გაუნძრევლად მჯდომი


შემდეგ ისევ ცეცხლის
ლუკმად ქცეული “რაღაც“ და უგზო-უკვლოდ სიბნელეში დაკარგული სილუეტი





დღე 3


ღამე, ისევ წვიმა,
სასაფლაოს წინ ადგილი ცარიელია.. რატომღაც ველოდი რომ მოვიდოდა.. საათს დავხედე, თითქმის
4 საათია, ისევ ვუყურებ შემზარავად გაყინულ სასაფლაოს, მოსულა.. როდის, ვერ შევამჩნიე.


ახლაღა დავაკვირდი
რომ ის წერს, (ან ხატავს)


ისევ ცეცხლს ანთებს,
ამჯერად ვიცი (მივხვდი) რომ იმ ნაწერს წვავს (ან ნახატს)





დღე 4


ისევ ღამე, არ წვიმს,
თუმცა ძალიან ბნელა, ის ისევ იქაა, სასაფლაოსთან.. მინდა რომ მივიდე და გავიცნო.. ტანსაცმელ
ვიცმევ, ჩუმად ვაღებ კარს და მივდივარ სასაფლაოსკენ


ისე ვარ დაძაბული
რომ ჰაერიც მემძიმება.. აი დავინახე ლამპიონის შუქ ქვეშ მყოფი.. შემეშინდა.. ბედნიერი
ვიყავი რომ ბნელოდა, რადგან ის ვერ მხედავდა


ნელ-ნელა დავიხიე
უკან ისე რომ თვალი არ მომიშორებია მისთვის (მეშინოდა) სადარბაზოს მივუახლოვდი და წამებში
უკვე სახლში ვიყავი


კარები ჩავკეტე,
და ფანჯარას მივაშურე


ის იქ აღარ იყო..
გამაჟრჟოლა, ცივმა ოფლმა დამასხა, კარზე კაკუნი... მერე აღმოჩნდა რომ ეს “კაკუნი “
ჩემი გულისცემა იყო





დღე 5


წამებს ვითვლიდი თუ როდის დაღამდებოდა, რომ ისევ
დამენახა იქ მოსული ადამიანი, რომელმაც ჩემში ინტერესი და შიში ჩანერგა


უკვე 5 დღეა აქ ვარ (ქუთაისში ვიყავი ჩასული ერთი
კვირით) და ანალოგიურად 5 დრეა არ მძინავს, 5 დღეა იმ ადამიანის “ღამის ჩრდილად “
გამოჩენას ველოდები და ათასი აზრი მიტრიალებს თავში, ნეტავ ვინაა?


იქნებ ძმაა ვინმე
გარდაცვლილის? იქნებ მამა? იქნებ მეუღლე? შეყვარებული? შვილი? ან უბრალოდ მეგობარი?
მაგრამ რატომ არ მიდის მის ან მათ საფლავებთან? თითქოს დიდი განტოლებაა, და მე მისი
ამოხსნა მომინდა





დღე 6


დღესაც წვიმდა,
უფრო სწორედ ღამით წვიმდა.. ბნელოდა, გარე განათების ლამპიონებიც ანათებდნენ, თუმცა
სხვანაირად..


ყველაფერი ჩვეულებრივი
იყო


ღამეც, წვიმაც,
სიჩუმეც, სასაფლაოც და საფლავებზე მდგარი გაყინული ქვები და ქანდაკებები


მაგრამ ყველაფერს
რაღაც დააკლდა ჩემში,


ის არ მოვიდა...


საშინლად დამწყდა
გული..


რაღაცნაირად მომენატრა





დღე 7


უდიდესი სიმშვიდე დამეუფლა როცა დავინახე რომ ის
ისევ მოვიდა, შაბათი ღამე იყო, კვირა თენდებოდა.. ჩემი წასვლის დღე..


უკვე ყველაფერი
ჩვეულებრივად იყო, ღამეც, წვიმაც, წყვდიადიც.. თითქოს დაუბრუნდა მათ ის პატარა “მექანიზმი
“ რომელიც მას ამუშავებდა, და თან არც ეკუთვნოდა მას


ჩემი ცნობისმოყვარეობა კი არ მაძლევდა მოსვენებას


ვინ?


რატომ?


საიდან?


ამ ფიქრებმა ისე
გამაგიჟა რომ ქოლგას ხელი ვტაცე და სასაფლაოს კარებისკენ გავეშურე


წვიმის ცივი წვეთების
შეხებამ შემაჟრჟოლა


ჰაერი ისევ დამძიმდა


ჩემი გულის ძგერის
ხმა ალბათ მთელ სამყაროს ესმოდა


მეშინოდა


მაგრამ მაინც მივედი
მასთან





-გამარჯობა..


გამომხედა


უცნაური გრძნობა
დამეუფლა


მხოლოდ მის თვალებს
ვხედავდი


ლამაზი თვალის ჭრილი,
თაფლისფერი თვალები, რომლებშიც არანაირი გრძნობა არ ჩანდა, იმდენად ცივი გამოხედვა
იყო რომ ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, ვიგრძენი როგორ მეყინებოდა სხეული


ასეთი თვალები ალბათ
მხოლოდ სიკვდილს აქვს


შიში დამეუფლა,
თუმცა თვალი ვერ მოვწყვიტე მის თვალებს


მეჩვენებოდა რომ
ყოველ წამს უფრო და უფრო წითლდებოდა


და ბოლოს, როცა
ჯოჯოხეთის ფერი მიიღო, ვეღარ გავუძელი, ავდექი და სახლისაკენ წავედი ჩქარი ნაბიჯით


რამდენიმე ნაბიჯის
გავლის შემდეგ უკან მოვიხედე, დავინახე როგორ წამოდგა და ნელი ნაბიჯით გამოემართა ჩემკენ


შემეშინდა... ძალიან
შემეშინდა.. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი კიდე იმ იმედით რომ გავიქცეოდი, მაგრამ მუხლები
მომეკვეთა და ტალახსა და წვიმისაგან დამდგარ გუბეებში აღმოვჩნდი


ის მიახლოვდებოდა, მე კი ვერც ვინძრეოდი


-ქოლგა დაგრჩათ..


მითხრა მან


საოცრად სევდიანი
და თბილი ხმა ჰქონდა


დაბნეულმა ავხედე


-ქოლგა დაგრჩათ..
თქვა მან ისევ და გამიღიმა


მეც სულელი ბავშვივით
გამეღიმა


მან ხელი გამომიწოდა
რომ წამოდგომაში დამხმარებოდა, მაგრამ მე უკვე ფეხზე ვიდექი


-მადლობა


პასუხად უბრალოდ
ღიმილი მივიღე


-აქაური ხართ?


-არა (უხეშად)


ზურგი შემაქცია
და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა


უვე აღარ მეშინოდა,
თანაც ჩემი ზედმეტად დიდი ცნობისმოყვარეობის დამსახურებით უკან მივყევი


-რა გქვია? (უკვე
მის გვერდით ვიჯექი)


-გიორგი





-საიდან ხარ?


-შორიდან...


-აქ რას აკეთებ?


-.....


-რამდენიმე დღეა
გხედავ როგორ მოდიხარ აქ


-მერე?


-არაფერი, უბრალოდ
მაინტერესებდა შენი გაცნობა, მინდოდა შენთან საუბარი, მაგრამ როგორც ვხედავ საოცრად
სიტყვაძუნწი ხარ


-ჰო...


-...


-ღამით გარეთ გამოსვლა
უცნობის გასაცნობად სისულელეა


-რატომ?


-იქნებ სატანისტი
ვარ? ან იქნებ მკვლელი? მანიაკი, მოძალადე, სადისტი?


-არ გეტყობა (არა
და ამ დროს მის ტანსაცმელს ვათვარიელებდი, დანა, იარაღი ან რაიმე მსგავსი ხომ არ ჰქონდა)


-...


-და მაინც ვინ ხარ?


-აღარავინ...


-და ვინ იყავი?


-წვიმა...


-და რატომ აღარ
ხარ წვიმა?


-აღარ მიყვარს..
(უსევდიანესი ღიმილი) უფრო მეტიც.. მძულს


-ვინ?


-ადამიანები, სამყარო,
ღმერთი....


-რატომ?


-ადამიანები იმიტომ
მძულხართ რომ ყველაფერს ყიდით, სხეულს, ცხოვრებას, სიყვარულს, იმედებს, ოცნებებს და
მიზნებს, სამყარო იმიტომ რომ თქვენნაირებს აცოცხლებს და აბატონებს, ღმერთი კი.. (იცინის)
ღმერთის შესაძულებლად მიზეზების ძებნა არცაა საჭირო


-მაინც?


-თუნდაც იმიტომ
რომ ვარსებობ, თუნდაც იმიტომ რომ ვსუნთქავ, თუნდაც იმიტომ რომ აქ არ მოიძებნა ჩემთვის
ადგილი


-გასაგებია.. და
შენ არ ხარ ადამიანი?


-მხოლოდ ფიზიკური
თვალსაზრისით..


-ეგ როგორ გავიგო?


-მე მკვდარი ვარ..


-...????


-აქ ჩემი ოცნებები,
ჩემი სული, ჩემი გრძნობები და ფიქრები მარხია, და ყოველ ღამით აქ იმარხება ჩემი ტკივილი,
ჩემი სიცოცხლე და ყოველი განვლილი დღის საათი, წუთი და წამი


-რატომ?


-იმიტომ რომ მძულვან
ისინი


-ადამიანები?


-თქვენც დაიმარხებით



-შენც დაიმარხები


-მხოლოდ ფიზიკური
თვალსაზრისით


-....


სიჩუმე ჩამოვარდა


-ყოველ ღამით რაღაცას
ხატავ, მერე კი წვავ. რას ხატავ?


-არ ვხატავ.. ვწერ


-რას წერ?


-ლექსებს, ნუ ყოველ
შემთხვევაში მე ლექსებს ვუწოდებ


- და რაღატომ წვავ?


-ხმამაღლა საუბრობენ...


-რა?


-ხმამაღლა საუბრობენ...


-ვინ?


-ჩემ ლექსები


-რას ამბობენ?


-სახელებს


-ვის სახელებს?


-ვის გამოც აღარ
ვარ წვიმა


-გიჟი ხარ?


-არა


-კი


-სიგიჟე სულის დავადებაა,
მე კი სული არ მაქვს


-აბა ვინ ხარ? რა
ხარ შენი აზრით?


-არავინ და არაფერი
სხვისთვის, ყველა და ყველაფერი ჩემთვის


-აშკარად არანორმალური
ხარ..


-ნორმალურობა, ეს
მოსაწყენია





ფურცელს იღებს და
ცდილობს დაწვას, მაგრამ წვიმისაგან დასველებულს ვერ უკიდებს ცეცხლს





-ჯანდაბას.. (უკმაყოფილო)


-უარს აცხადებს
დამარხვაზე? (სიცილით)


...


...


..


უეცრად ყურებზე
ხელს იფარებს და ყვირის


-გაჩუმდიიი! მოკეტეეეეე!!!
ჩუმააად!!


-ვის უბნები? (სმენას
ვძაბავ)


სასაფლაოსკენ იხედება


-ჩუმააად.. გაჩუმდი
თორემ....


დგება, იქვე მიგდებულ
მინის ბოთლს ამსხვრევს და ხელში შერჩენილი ნამსხვრევებით იმ ფურცელს ფლთს, რომელიც
ვერ დაწვა


ჯდება და ახალი
ლექსის წერას იწყებს


-ღმერთი გწამს?
(პასუხის მიღების კი მეშინია)


-კი


-მართმადიდებელი
ხარ?


-ურელიგიო


-ეგ როგორ?


-რელიგია, ეს ადამიანების
მიერ შეთხზული ზღაპრებია, ერთი იდიოტის მიერ უფლის სახელით ნათქვამი სიტყვები, მაგრამ
არა იმიტომ რომ უფალმა შთააგონა, არამედ იმიტომ რომ მათ თავი განსხვავებულად წარმოედგინათ


-იქნებ უფალი რეალურად
ესაუბრებოდა მათ?


-ნებისმიერი მათგანი,
ყოველთვის მარტო იყო, როდესაც ეს გამოცხადებები მიმდინარეობდა


-მერე რა, ხომ იყო
სასწაულები, რომლებიც საზოგადოებასთან ხდებოდა?


-მაგალითად?


-მოსემ მოახდინა
სასწაული მთელი ეგვიპტის წინაშე, რომ საკუთარი ხალხი გაეთავისუფლებინა


-ეგ არ ყოფილა უფლის
სასწაული


-აბა?


-უფალი ერთის გადასარჩენად
მეორეს არ წირავს, მოსემ კი ყველა ახალშობილი მოკლა ეგვიპტეში, შემდეგ კი ყველა ადამიანი
ეგვიპტის ჯარიდან, უფალს უბრალოდ შთაგონებაც შეელო რამზესისათვის რომ გაეშვა ის ადამიანები,
მაგრამ არა, იქ იყო მკვლელობა, წამება, ტკივილი, სისხლის ღვრა, რასაც უფალი არასოდეს
გააკეთებდა თავისი შვილების დასახოცად, ეგ თვით ბიბლიასაც ეწინააღმდეგება, სადაც ნათქვამია “არ კაც ჰკლა “ მაგრამ წმინდა მოსე კი ნახევარ
ეგვიპტეს ანადგურებს


-ბიბლია წაგიკითხავს?


-არა მარტო ბიბლია


-აბა?


-ყურანი, ბუდიზმი,
სატანიზმი, ძველი ეგვიპტური მითოლოგია, ძველი ბერძნული მითოლოგია, წამიკითხავს 7 ღმერთის
ძალაუფლებაზე, წამიკითხავს ზევსზე, ოდინზე, წამიკითხავს ვამპირებზე, სხვათა შორის არსებობს
ვამპირების ბიბლია


-საინტერესოა, შენთვის
რომელი იყო ყველაზე მისაღები?


-სატანიზმის საფუძვლები


-ეგ ხომ არაქრისტიანულია,
თანაც ბნელეთის მოციქულს ემსახურება


-შენ მორწმუნე ხარ?


-კი


-მაშ რამდენიმე
კითხვას მოგცემ


1. უფალმა შექმნა
ადამიანი, და მათ მისცა არჩევნის საშუალება, მაგრამ ის მაინც ხედავდა მათ მომავალს,
ხომ იცოდა რომ ადამი და ევა დაარღვევდნენ აღთქმას, მაშ რატომ მისცა მათ არჩევანი, როცა
შედეგი უკვე იცოდა?


2. დაინტერესებულხარ
ოდესმე იმით რომ ძველი ბიბლიის გამოცემები, მაგალითად მეათე საუკუნის ბიბლია, რადიკალურად
განსხვავდება დღევანდელი ნიბლიებისაგან?


3. ქრისტიანობა არ აღიარებს უცხოპლანეტელთა არსებობას,
მაგრამ მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში შექმნილ ხატებში ასახული არის უცხოპლანეტელთა
ხომალდები?


-მეტი შეკითხვა
არ გაქვს?


-სატანიზმი ქრისტეშობამდე
2 საუკუნით ადრე შეიქმნა როგორც რელიგიური მიმდევრობა, მაგრამ მას ანტიქრისტიანულს
უწოდებენ, იდიოტობაა


-ეგ არ ვიცოდი


-არც ერთი რელიგია
არ წარმოადგენს რწმენით საფუძველს, ნებისმიერი მათგანი ავიღოთ, თითოეული შეიქმნა იმისათვის
რომ ხალხი მათზე დამოკიდებული ყოფილიყო და მისი დახმარებით ემართათ სახოგადოება


-რატომ გგონია?


-უწინ, შუა საუკუნეებში,
ვისაც “ჭეშმარიტი“ რწმენა არ ჰქონდა, ცეცხლზე წვავდნენ, ჩამოხრჩობას უსჯიდნენ და ასე
შემდეგ, ამიტომაც ხალხი თავიანთ შვილებს თავიდანვე აიძულებდნენ რომ რწმენა ჰქონოდათ,
როდესაც რელეგეური წარმომადგენელი რაიმე იდიოტობას მოითხოვდა, ხალხი მას ასრულებდა,
და ვინც წინ აღუდგებოდა, დემონიზმის მიმდევრობის ბრალდებით სიკვდილს უსჯიდნენ, ამითომაც
ხალხი იმართებდა და ახლაც იმართება რელიგიით


ნებისმიერ მამაოს
შეეკითხე თუ რა არის რელიგია ვერცერთი გაგცემს პასუხს


გეტყვიან, რელიგია
არის შიში, სიყვარული, ნდობა


თუ შიშია, რატომ
უნდა მწამდეს? თუ სიყვარულია, რატომ უნდა დავუჩოქო და ვაკეთო ის, რაც არ მსურს? თუ
ნდობაა, რატომ მაიძულებს არჩევანს?


-მართალი ხარ...
(ვერ მოვიფიქრე არგუმენტი რომ დამეცვა რელიგია)


საინტერესოდ საუბრობდა,
მეწყინა რომ მიდიოდა, ერთი ორი წელიწადი კიდევ ვესაუბრებოდი სიამოვნებით


-უცნაური აზროვნება
გაქვს, თანაც საკმაოდ სტრანი, ბევრს კითხულობ?


-საკმაოდ


-რამდენი წლის ხარ?


-20


ჩემზე ბევრად პატარაა
(გამეღიმა)


-უნდა წავიდე (სანთებელას
ანთებს და ფურცელს უკიდებს ცეცხლს)


გამიკვირდა, თან
მესაუბრებოდა, თან წერდა


-მერამდენეა?


-368


-ამდენი დაწვი?


-20 ჯერ მეტიც





წავიდა...





ცეცხლის ალში გახვეული
ფურცელი ძლივს ჩავაქრე, სადაც მხოლოდ რამდენიმე სტროფი იკითხებოდა








“ ცოდვად ქცეულმა
ცოდვილთა ცრემლმა


დაახრჩო ღმერთი
’’


იუდას ფეხქვეშ მონად
განრთხმულა თვით ანტი ქრისტე’’


“ჩამოვხსნათ სულებს
ყალბი სიწმინდე „


“აქ იესო ჯვარზე
ვაცვით მეოთხედ


აქ იუდა არის უკვე
წმინდანი’’

0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:ჟურნალისტკა
ჟურნალისტკა
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0