ქალი და მამაკაცი უკანონო შვილიშვილმა ჩემი ცხოვრებაც შეცვალა 2014, 14 აგვისტო, 22:07 შვილიშვილს ექსტრასენსს უნდა ვუმადლოდე!
![]() ![]() ჩემმა გოგომ სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი ახალგაზრდა გაიცნო. ამბობდა – მიყვარსო. 7-8 თვე ხვდებოდნენ ერთმანეთს, მერე კი მან ჩემი აკუნტრუშებული გოგო დატოვა. ამ დროისათვის ის უკვე ორსული იყო, მე და ჩემს ქმარს არაფერი გვკითხა (ალბათ შეეშინდა), არც ბავშვის მამას განუცხადა რამე (ამაყია ჩემსავით). ამის ნაცვლად რომელიღაც საეჭვო გაზეთში ასეთივე განცხადება ნახა და ექსტრასენსს მიაკითხა. მან სეანსში, რომლის მიხედვითაც მუცლის მოშლა უნდა გამოეწვია, 100 ლარი მოსთხოვა. შვილმა მე და ჩემს ქმარს გვითხრა, რომ კარგი რეპეტიტორი მოძებნა ინსტიტუტში ჩასაბარებლად და მთელი ფული ამ გამომძალველისათვის მიჰქონდა. დაპირებული სამი სეანსის შემდეგ ცხადია არანაირი შედეგი არ ყოფილა, ჩემს სულელს განუცხადეს, რომ მას რთული შემთხვევა აქვს. ასე აგრძელებდა იმ უსინდისოსთან სიარულს, სანამ ამის შესახებ არ შევიტყვეთ. ამ დროს უკვე 5 თვის ფეხმძიმე იყო. ![]() ცხადია, ჩვენ თვითონაც შევძლებთ ბავშვის გაზრდას. მაგრამ გული იმაზე მწყდება, როგორ უსინდისოდ მოექცა ის ექსტრასენსი ორსულ გოგოს, რომელსაც ტყუილად სძალავდა ფულს. ხომ შეეძლო ერჩია მისთვის, რომ დრო არ დაეკარგა და მშობლებისთვის ან ბავშვის მამისთვის მოეთხრო ყველაფერი. ნათელა. ს რედაქციისაგან: - თქვენმა ქალიშვილმა, რომ თავიდანვე არ გადაგიხსნათ გული, ეს ნდობის ფაქტორის უქონლობის გამო მოხდა და კარგი იქნება, თუ ახლა მაინც შეავსებთ ამ სიცარიელეს. ექსტრასენსს კი სასამართლოში უნდა უჩივლოთ, მოითხოვოთ მისი ლიცენზია და საკომპენსაციო თანხის გადახდა, აბა ჩვენ სხვა რა გირჩიოთ? :( 481 1-ს მოსწონს
|