მოგზაურობა ცოლ-ქმარი მოგზაურობაში ერთი კვირით გაემგზავრნენ და დაბრუნდნენ 16 წლის შემდეგ 2014, 14 აგვისტო, 16:59 ბრიტანელმა ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა მოკლე შვებულება მოგზაურობაში გაეტარებინათ.მათ დაგეგმეს პატარა იალქნიანი გემით ირლანდია და ესპანეთი მოევლოთ, თუმცა არდადაგები 16 წელი გაიწელა. კლაივ გრინის და მისი მეუღლე ჯეინის მოგზაურობა 1998 წლის ივლისში დაიწყო და დასრულდა 2014 წლის აგვისტოში. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თავიდან მეუღლეებს სურდათ გამოეცადათ საკუთარი ნავი სახელად "Jane G.", თუმცა იალქნიანმა ნავმა ცურვის ისეთი კარგი თვისებები გამოავლინა, რომ წყვილი სამოგზაურო აზარტში შევიდა, რომელიც 16 წელი გაგრძელდა. საბოლოოდ ცოლ-ქმარი მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში, დასავლეთ უელსში. როგორც Daily Mail-ი იუწყება, წყვილი ესპანეთიდან კუნძულ კაპე-ვერდაზე გაემგზავრა, შემდგომ ატლანტის ოკეანის გავლით ბარბადოსზე.კარიბის კუნძულებიდან აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე გადაბრგდნენ, შემდგომ იყო ნიუ-იორკი და კანადა. შემდეგ პანამის არხის გავლით წყნარ ოკეანეში შევიდნენ, იქიდან ავსტრალიაში გაემგზავრნენ.უკან დაბრუნებისას სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია და ინდოეთი მოიარეს. საბოლოოდ სუეცის არხის გავლით ხმელთაშუა ზღვაში ამოყვეს თავი.იქვე გაჩერდა წყვილი ბოლო 2 წელიწადი. ამ ხნის განმავლობაში წყვილი კვირაში საშუალოდ 200$-ს ხარჯავდა.ხშირი იყო ბარტერული გაცვლის შემთხვევებიც. როგორ ჯეინი იხსნებს, ყველაზე კომეციულად მომგებიანი გადაცვლა მოხდა ფიჯის კუნძულებზე, როდესაც თავის Marks & Spence ის ბიუსტჰალტერი ერთ ტომარა ხილში გაცვალა. 60 წლის ჯეინ გრინმა აღნიშნა, რომ ის ძალზე ბედნიერია, ქმართან ერთად მოიარა თითქმის მთელი მსოფლიო, შეხვდა უამრავ საინტერესო ადამინს, მოინახულა გარეული ცხოველები ბუნებრივ გარემოში."ჩვენ თავიდან არ ვგეგმავდით დედამიწის გარშემო მოგზაურობას, მაგრამ ყოველთვის, როდესაც რომელიმე პუნქტს მივაღწევდით, ადგილობრივ მეზღვაურებთან ან იქვე ვინმესთან საუბრის შემდეგ ვხვდებოდით, რომ გზა უნდა გაგვეგრძელებინა...აი, ასე გაგრძელდა 16 წელიწადი". წყვილი უშვილოა, ამიტომ თავი მთლიანად მოგზაურობას მიუძღვნეს.ისინი აღნიშნავენ, რომ 16 წლის მანძილზე საერთოდ ავად არ გამხდარან, თუ არ ჩავთვლით, რომ ერთხელ კლაივს კბილი ასტკივდა და ერთხელაც თითი გაიჭრა. მთელი კრუიზის პერიოდში ერთხელ შეშინდნენ, როდესაც სომალის სანაპიროსთან მათ კატერი გამოეკიდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი მეკობრეები არ იყვნენ, არამედ მეთევზეები, მათ სამედიცინო დახმარება ითხოვეს, რადგან ერთ-ერთ მეთევზე ფეხში იყო დაჭრილი.კლაივმა მათ დახმარება გაუწია. "დიდი სიხარული განვიცადეთ, როდესაც ჩვენი მეგობრები და ნათესავები ხელახლა ვიხილეთ"-აღნიშნა ჯეინმა, თუმცა წყვილი ისევ გეგმავს გამგზავრებას.ამჯერად ევროპის გარშემო. 549 11-ს მოსწონს
|