ქანდაკება ჯეისონ ტეილორის წყალქვეშა გამოფენა 2014, 13 აგვისტო, 19:09 წყალქვეშა გამოფენის ავტორი ბრიტანელი სკულპტორი ჯეისონ ტეილორია (Jason Taylor). ძირითადი მასალა, რითაც ნამუშევრები შესრულდა, არის კერამიკა. ეს არაჩვეულებრივი გამოფენა დროებითი არაა, ის სამუდამოდ განთავსდა მექსიკის წყლებში, კუნძულ პუნტა კანკუნას მახლობლად, 50 მეტრ სიღრმეზე. ექსპოზიცია დღესდღეობით მოიცავს 400-მდე სკულპტურას.
ესაა უჩვეულო წყალქვეშა გამოფენა, რომელიც აღძრავს სხვადასხვა ასოციაციებს მნახველში, უმეტესად კი ატლანტიდის ასოციაციას. გამოფენა შეიძლება დაკვირვების ობიექტადაც იქცეს, რადგან საქმე ის გახლავთ, რომ ნამუშევრების წყალქვეშ განთავსებიდან არც თუ ისე დიდიხნის გასვლის შემდეგ, ქანდაკებები წყალმცენარეებით დაიფარა, ხოლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მუდმივად, ესაა ხელოვნების ნიმუშების ნელ-ნელა გაქრობა და გაუჩინარება. დიახ, ქანდაკებებმა ისე იცვალეს ფორმა, რომ ძნელია მათი ამოცნობაც კი და იმის თქმა, თუ რომელი ნამუშევარი იყო განთავსებული ამა თუ იმ ადგილას. ჯეისონ ტეილორი იყო მსოფლიოში პირველი წყალქვეშა გამოფენის მოწყობის ინიციატორი. ეს მანამდე, სანამ პროექტ "MUSA"-ს განახორციელებდა, 2009 წლის ნოემბერში. მისი პირველი წყალქვეშა გამოფენა გრენადაში მოეწყო, კარიბის ზღვის აუზში, 2006 წელს. გამოფენა კანკუნის წყლებში ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 26 ნოემბერს, ხოლო ექსპოზიციის სახელწოდება იყო "ჩუმი ევოლუცია". 69 2-ს მოსწონს |