x
მეტი
  • 17.07.2024
  • სტატია:136022
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510295
მექსიკაში ქრისტეს 300 წლიან ქანდაკებას ადამიანის კბილები აღმოაჩნდა
image



















მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ ქრისტეს ქანდაკება, რომელიც მექსიკის ერთ-ერთ ეკლესიაში დგას.

მათი მიზანი იყო შეესწავლათ ჭრილობებით სავსე ქრისტეს სტატუა, საიდანაც მუდამ სისხლი ჟონავს და ოდნავ შიშისმომგვრელია. თუმცა რენტგენული გამოკვლევის შემდგომ მეცნიერებმა უფრო უცნაური სიახლე აღმოაჩინეს.


როგორც BBC იუწყება, სპეციალისტებმა XVIII საუკუნის ქანდაკების პირის ღრუში აღმოაჩინეს ადამიანის 8 კბილი, რომელიც ზრდასრულ ადამიანს მიეკუთვნებოდა. მექსიკის ანთროპოლოგიის ინსტიტუტში დაადასტურეს ეს ფაქტი.



"ჩვენ ვარაუდით კბილები მრევლმა შეწირა", -აღნიშნა რესტავრატორმა ფანი უნიკლმა.მისივე სიტყვებით მექსიკის სხვა რაიონებში გვხვდება წმინდანთა სტატუები, რომლებსაც ადგას პარიკები ადამიანთა თმით.


მრევლი სწირავდა წმინდანებს თმებს, ფულს, ტანსაცმელს.თუმცა კბილების შეწირვა პირველი შემთხვევაა და მსგავსი უწინ არ დაფიქსირებულა.


როგორც წესი, კბილები და ფრჩხილები ქანდაკებისთვის ცხოველთა ძვლებისგან მზადდებოდა.


რენტგენის სურათზე ჩანს კბილის ფესვებიც კი და ეჭვიც არ რჩება, რომ იგი ნამდვილია.

თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ შესაძლოა კბილები მორწმუნეს შეწირული არ იყო და ვინმე წმინდან ბერს მიეკუთვნებოდა.image

0
221
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0