შოუბიზნესი გამოვლინდა "მისის მსოფლიო"-2014 -ის გამარჯვებული 2014, 11 აგვისტო, 8:11 წუხელ ეკვადორში გაიმართა "მისის მსოფლიო"–2014-ის სილამაზის კონკურსი. მსოფლიოს 40 ქვეყნის ულამაზესი გათხოვილი ქალი იბრძოდა მთავარი პრიზის მოპოვებისთვის. გამარჯვებული გახდა 29 წლის რუსი ქალბატონი, სამი შვილის დედა იულია იონინა. იულია იონინა სანკტ-პეტერბურგიდანაა, ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდს "სილამაზე და ქველმოქმედება", ამასთანავე დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით და იღებს მეორე უმაღლეს განათლებას იურისპრუდენციის განხრით. აქამდე ახალგაზრდა ქალი ფლობდა ტიტულებს:"მისის სანტკ-პეტერბურგი-2012", "მისის ბალტია"-2013 და "მისის რუსეთი International "-2013 ჩრდილო-დასავლეთი. კონკურსი "მისის მსოფლიო" 1985 წლიდან იმართება, აღსანიშნავია, რომ იულია უკვე მესამე რუსი კონკურსატია, რომელიც გამარჯვებული გახდა. 516 7-ს მოსწონს
|