ქალი და მამაკაცი ამბავი "რუსთაველი მანიაკისა" - მომაკვდინებელი გაყრა 2014, 9 აგვისტო, 11:55 საქმე ¹238-ის გაუხმაურებელი ფაქტები
მანიაკად ჩამოყალიბებამდე თენგიზმა რეპეტიცია ცოლყოფილზე გაიარა ეს ამბავი რატომღაც დამოუკიდებელი მასმედიის ყურადღების მიღმა დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ შემზარავი სინამდვილის გარდა მას არც სენსაციურობა აკლდა და არც შოკისმომგვრელი ფაქტები, რაც ასეთ გაცხოველებულ ინტერესს იწვევს მრავალ ჟურნალისტში. ახლა ეს ისტორია საქმე ¹238-ის სახელითაა კრიმინალისტებში ცნობილი და შესაძლოა სრულად ვერ გამოvხატვT იმ სისასტიკეს, რომელსაც სამიოდე წლის წინ ჩვენს სიახლოვეს ჰქონდა ადგილი. რუსთავი-მეტალურგების თუ მანიაკების ქალაქი ქ. რუსთავში მცხოვრები თენგიზ მ.-ს ცოლყოფილს, რომელიც 1999 წლის აპრილში გაქრა, თითქმის ორი კვირა ეძებდნენ. მის დაკარგვასთან დაკავშირებით, ექს-მეუღლეს თავიდანვე საიმედო ალიბი ჰქონდა. მაგრამ კერძოდ აყვანილი გამომძიებლების მიერ პოლიციისათვის გაწეული დახმარების წყალობით თენგიზის ალიბი მომენტალურად დაინგრა მტარვალის საბრალო მსხვერპლსაც მიაგნეს და მისი ადამიანურად დამარხვაც მოახერხეს. თენგიზ მ.-ს ჩვენებებიდან: „... ნუნუ დაზგაზე იკლაკნებოდა, მიბმულ ხელ-ფეხს ჭიმავდა, მაგრამ თავს ვერ იხსნიდა. პირზე ლენტი ჰქონდა აკრული, მაგრამ ძლიერი ღმუილი მაინც მესმოდა. მთლიანად გაკოჭილი და ჩემს ძალაუფლებაში მყოფი ცოლყოფილის გაუპატიურება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ჩვენი ნაცნობობის დასაწყისშიც არ განმიცდია ასეთი სიმძაფრე. მისი უმწეობა, შიში და ტკივილი უფრო და უფრო მახელებდა... როცა გული ვიჯერე, ახალი შეგრძნებები მომინდა. ცოტა შევისვენე, მერე მივედი მასთან, თან ხელში დანა მეჭირა... როცა მუცელზე და თეძოებზე ნელ-ნელა დავუწყე გაჭრა, ის ფართხალებდა, ირხეოდა და ყრუდ ხროტინობდა, მე კი ვეღარ ვჩერდებოდი...“ სამი წლის წინ იყვნენ შეუღლებულნი, როცა მამაკაცი 32 წლის იყო, ნუნუ კი – 28-ის. ყოფილი ინჟინერი თენგიზ მ. ბოლო წლებში „თავისუფალ მენეჯერად“ მუშაობდა და მცირე კონტრაქტებს აფორმებდა სამრეწველო საწარმოებსა და სადისტრიბუციო ფირმებს შორის. გაუთავებელმა ოჯახურმა უთანხმოებებმა და პრობლემებმა, რომელთა დეტალების შესახებ ნაკლებად თუ იცოდა ვინმემ რამე, მათი ქორწინება მალე მიიყვანა სრულ კრახამდე. გაყრას ნუნუ მოითხოვდა. თენგიზი კი არ ინდომებდა, ცდილობდა გადაეფიქრებინა ცოლისათვის ეს „დეგენერატული იდეა“; ხან სთხოვდა, ხშირად კი ემუქრებოდა. ვინაიდან შვილები არ ჰყავდათ, გაყრა მალე და უპრობლემოდ გააფორმა ნუნუმ და თითქმის მაშინვე თავის ახალ გულისსწორთან გადავიდა საცხოვრებლად. ეს მისი ყოფილი თანამშრომელი და ცოლისგან დაქვრივებული რევაზი იყო. როცა აპრილის ერთ საღამოს სამსახურიდან არ დაბრუნდა ნუნუ, რევაზი აფორიაქდა. მტარვალის ჰობი „ნუნუ მიყვებოდა თავისი თენგიზის საძაგელ მიდრეკილებებზე, – უთხრობდა რევაზი გამომძიებლებს. – ის აშკარა სადისტია. ქალებზე ტკივილის მიყენებით და აბუჩად აგდებით კაიფობს. ყველაფერი იქიდან იწყებოდა, რომ, თურმე ნუნუს შეაგინებდა და სახეში გაარტყამდა. აიძულებდა მისი ნების საწინააღმდეგოდ ეკეთებინა საზიზღარი და აუტანელი რაღაცეები – აბამდა საწოლზე, ქამრით სცემდა და ბრაზდებოდა, თუ ეწინააღმდეგებოდა ქალი...“ ეჭვმიტანილმა თენგიზმა მასთან მისულ სამართალდამცავებს მაშინვე განუცხადა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა ცოლყოფილის გაქრობაზე, თან ალიბიც წარუდგინა. ნუნუს გაქრობამდე ერთი დღით ადრე, მისი სიტყვებით, ნათესავებს ესტუმრა ზუგდიდში და ოთხი დღის შემდეგ დაბრუნდა. თავისი სიტყვების დასტურად რკინიგზის ბილეთები უჩვენა. ტელეფონით საუბრისას ქირიების ოჯახმა დაადასტურეს, რომ მითითებულ რიცხვებში მართლაც იმყოფებოდა თენგიზი მათთან. „ოქრო-ჯემალას“ ექსკლუზიური დედუქცია საყვარელი ადამიანის ასე უცაბედად დამკარგავმა რევაზმა იმის შიშით, რომ ძვირფასი დრო დაიკარგებოდა და მაინც ვერ მოახერხებდნენ საქმის ბოლომდე მიყვანას, გადაწყვიტა თბილისში ჩამოსულიყო და კერძო დეტექტივი დაექირავებინა. ძებნა-ძებნით მიაგნო შსს-ს სისტემაში ადრე ნამუშევარ გამომძიებელს, რომელსაც მეგობრები „ოქრო ჯემალას“ ეძახდნენ. ამ მართლაც ოქრო-კაცის ძმაკაცებმა მთავარი ეჭვმიტანილის თენგიზ მ-ს სახლზე მეთვალყურეობა დააწესეს, ამის პარალელურად ჯემალმა სხვა საინტერესო დეტალები „ამოქექა“. კერძოდ, ნუნუს თვალი მოჰკრა გაქრობის მეორე დღეს ორმა მეზობელმა, როგორ დაქოქა თავისი „ჟიგული“ და ავტოფარეხიდან გაიყვანა თენგიზმა. რაც იმას ნიშნავდა, რომ არანაირ ზუგდიდში არ ყოფილა. ამ ინფორმაციის პოლიციელებისთვის გადაცემის შემდეგ ოპერატიულმა თანამშრომლებმა წარმატებით გამოიყენეს თავიანთი გამოძიების წარმართვაში. ზუგდიდში ნათესავების გამოკითხულმა მეზობლებმა უარყვეს თენგიზის იმ ხანებში ხილვა. თვით ცრუ მოწმეებსაც შეეშინდათ შედეგების და ყველაფერში გამოტყდნენ. გამოირკვა, რომ თენგიზს მათთვის დაურეკია და თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ევედრებოდა: სამსახურში პრობლემები მაქვს და თუ ვინმემ თქვენთან მიკითხა, დამიდასტურეთ, რომ თქვენთან ვსტუმრობდიო. ამგვარად კვამლივით აორთქლდა ეჭვმიტანილის ალიბი. თენგიზ მ. დააპატიმრეს. ის თავიდან ჯიუტად უარობდა ყოველივეს. „რადგან გვამი არ არის, მკვლელობასაც ვერავინ დაამტკიცებს!“ – ფიქრობდა თავისთვის. მითუმეტეს, რომ ავტოფარეხის ჩახრეკას გამოძიების სასარგებლოდ არაფერი შედეგი მოუტანია. ელემენტარული ლოგიკა იყო საჭირო და კვლავ „ოქრო ჯემალამ“ გაანძრია ტვინი. მან სატელეფონო სადგურს მიაკითხა და თენგიზისთვის ყველა ხელმისაწვდომი ტელეფონიდან გადაამოწმა საქალაქთაშორისო ზარები. ერთ-ერთი საწარმოს ნომერზე ირიცხებოდა ზუგდიდში, აღნიშნულ ნათესავებთან ნალაპარაკევი. თუმცა თენგიზს თავის დავალიანებასთან ერთად გაესწორებინა სამსახურის სატელეფონო ხარჯებიც, მაგრამ გადახდილი ქვითრებით კომპიუტერმა ძველი რიცხვებიც ამოყარა. ეჭვმიტანილზე ფიზიკური ზეწოლა აღარ იყო საჭირო. ის გატყდა, მითუმეტეს, რომ ახალმა ინფორმაციამაც მოუსწრო ოპერმუშაკებს: ქალაქის ერთ-ერთ სასაფლაოზე უცნობი პირის მიერ არალეგალურად იყო გათხრილი ერთი საფლავი. პოლიციამ ადგილზე გაიყვანა თენგიზ მ. და მის წინაშე იწყეს ახალ მიწაყრილი საფლავის გათხრა. როცა ნიჩაბი რაღაც რბილს წამოედო და ბრეზენტის მწვანე ქსოვილი გამოჩნდა, ბრალდებულს ფეხები მოეკეცა და იქვე დაემხო. შიგნით ნუნუს აბსოლუტურად დასახიჩრებული გვამი იყო გახვეული. 23 ღია ჭრილობა მოითვალეს. ყველა სამხილი სახეზე იყო და თენგიზს მხოლოდ საწამებლად გამოყენებული ინსტრუმენტების დასახელება დარჩენოდა. მათ შორის აღმოჩნდა: ბრტყელტუჩა, ე.წ. „ნაჟოვკა“, დანა და ა.შ. სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თენგიზი აბსოლუტურად შერაცხადი იყო და წინასწარ დადგმული მიზანსცენით მოქმედებდა. ამას წინასწარ შეძენილი ბილეთების შენახვაც მიუთითებდა, რომლისთვისაც სამივლინებო თანხებს არავინ აუნაზღაურებდა. რუსთაველებს კი სასიხარულოდ აქვთ საქმე, რომ მათ ქალაქს ერთი მანიაკი მოაკლდა, რაშიც ლომის წილი კერძო დეტექტივებად მომუშავე უბრალო მოქალაქეებმა შეიტანეს. თეა თვაური რედაქციისაგან: - დღეს ერთ-ერთ საშიშ მოვლენად არის მიჩნეული ოჯახური ძალადობა, რომლის მსხვერპლად უფრო ხშირად სუსტი სქესის წარმომადგენლები ხდებიან. რა თქმა უნდა, ძნელია საზღვრის გავლება: სად იწყება მანიაკალური ქცევები და სად ვლინდება „უბრალო“ მამაკაცური აგრესია, მაგრამ თუ ასეთ მოვლენებს მაინც აქვს თქვენს ცხოვრებაში ადგილი, გვერწმუნეთ, მოთმენა არ არის გამოსავალი. დაუყოვნებლივ მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუ თვითონ არ დაიცავთ თქვენს პირად უფლებებს, სხვისათვის უფრო ადვილად ხელწამოსაკრავი გახდებით და ვინ იცის, რით შეიძლება დამთავრდეს „ბანალური“ უთანხმოება. 649 3-ს მოსწონს 3-ს არა
|