შოუბიზნესი Dolce & Gabbana ქართველ მოდელს ირჩევს 2014, 7 აგვისტო, 13:26 Dolce & Gabbana-მ კასტინგზე 500 მონაწილე გოგონას შორის არჩევანი 18 წლის ანა ახვლედიანზე შეაჩერა, მას უკვე გადაუღეს რამდენიმე ფოტო, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდება. მილანში მიღებულ პირველი წარმატებამდე გოგონას არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა სამოდელო ბიზნესში.სულ რაღაც ერთ თვეში რიგითი სტუდენტი გოგონა სახელგანთქმული ბრენდის ფავორიტი გახდა. ანას ადარებენ ბიანკა ბალტის, Dolce & Gabbana-ს კიდევ ერთ სახეს.გიორგი პაპიძეს განცხადებით, (რომელიც ბიანკას სოციალური მედიის მენეჯერია და ამჟამად ქართველ მოდელს კარიერის შექმნაში ეხმარება)ანას აქვს ყველანაირი მონაცემები, რომ გახდეს იტალიური ბრენდის სახე. სექტემებერში მოდელი გაიგზავნება ლონდონში, მილანსა და პარიზში, იგი მონაწილეობას მიიღებს მოდის კვირეულში. ამის შემდგომ გაირკვევა, გახდება თუ არა ქუთაისელი გოგონა სახელგანთქმული ბრენდის სახე. 229 3-ს მოსწონს
|