საბუნებისმეტყველო ყველაზე საშინელი ზღვის არსებები დედამიწაზე 2014, 6 აგვისტო, 20:40 ზღვებსა და ოკეანეებში დედამიწაზე ყველაზე საშიში და უცნაური ცხოველები ცხოვრობენ. ბევრი მათგანი ნამდვილ ურჩხულს ჰგავს, რომელთან შეხვედრასაც ბევრი თქვენგანი არასოდეს ისურვებდა. მოდით ახლოს გავეცნოთ რამოდენიმე მათგანს:
1.თევზი-ბაყაყი თევზი-ბაყაყი ატლანტის, ინდოეთის და წყნარ ოკენეებში გვხდება. ის ძირითადად ოკეანის ფსკერზე ქვიშაში ჩაფლული ატარებს ცხოვრებას. ამ ჯგუფის რეპტილიების ზოგიერთ წარმომადგენელს ძალიან შხამიანი საცეცები აქვს და მოცურავეებისათვის დიდ საშიშროებას წარმოადგენენ. 2. თევზი-წვეთი ეს "ლამაზმანი" მხოლოდ ავსტრალიის სანაპიროებთან ბინადრობს. ის ღრმა წყლების თევზია და უცნაური შესახედაობის გამო ხშირად ღრმა წყლის ურჩხულსაც უწოდებენ ხოლმე. თავის წინა ნაწილის აგებულება თევზს ისეთი აქვს, რომ გეგონება, თითქოსდა ბრაზობს და დაბღვერილ გამომეტყველებას იღებსო. ინტერნეტში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად ის ყველაზე უცნაურ ზღვის არსებად აღიარეს. 3.ზოლებიანი კბილა (Anarhichas lupus) ზოლებიანი კბილა ან როგორც მას ხშირად უწოდებენ "ატლანტიკური მგელი" ძირითადად გვხვდება ოკეანის ცივ ღრმა წყლებში. საინტერესოა, რომ "ატლანტიკური მგელი" ხშირად იცვლის კბილებს: ყოველი აცივების წინ მას ძველი კბილები ცვივდება და მათ ადგილზე ახალი ამოსდის. 4. ცელეკანტი ცელეკანტი-ეს არის ანტიკური ხანის თევზი, რომელმაც ჩვენამდე შეუცვლელი სახით მოაღწია პრეისტორიული დროიდან. 5.თევზი-გომბეშო თევზი-გომბეშო - ეს არის ნაკლებადმოძრავი ოკეანის ფსკერზე მცხოვრები თევზი, რომელსაც უზარმაზარი გაბერილი თავი და ლაყუჩების იქეთ- აქეთ განლაგებული ულვაშები ანუ კუდები აქვს. უზარმაზარი პირი უამრავი ბასრი კბილითაა სავსე. 6. ევროპული ზღვის ეშმაკი ეს დასახელება ამ თევზმა მიიღო ძალიან არასასიამოვნო შესახედაობოს გამო. თევზის სიგრძე 2 მეტრს აღწევს, ხოლო მასა 20 კილოგრამზე მეტს. ასე რომ, ამ ურჩხულთან შეხვედრას ზღვაში არავინ ისურვებდა. თევზს აქვს უზარმაზარი პირი წინ გამოწეული ქვედა ყბით და საშინელი მოკაუჭებული ბასრი კბილებით. 7. შხამიანი მურენა მურენა ზღვის ქვეწარმავლების ერთ-ერთი წარმომადგენელია. ის ძირითადად წვრილი თევზებით იკვებება, მაგრამ არც რვაფეხებზე და კიბოებზე ამბობს უარს. მტაცებლები ისარივით სწრაფად გამოვარდებიან საფარველიდან და მყისიერად ესხმიან თავს მსხვერპლს. 8. თევზი-ვარსკვლავთმრიცხველი თავიანთი სახელწოდება ამ თევზებმა მიიღეს თვალების უცნაური განლაგებით, რომლებიც მუდამ ზევით, ცაში იყურებიან. თევზს გააჩნია უამრავი შხამიანი ეკალი, რაც საშიშროებას წარმოადგენს ადამიანისათვის. 9.თევზი-ღამურა თევზი-ღამურა ზღვის ეშმაკების ერთ-ერთი წარმომადგენელია. ის ძირითადად ცხოვრობს სუბტროპიკულ და ტროპიკულ წყლებში, ხშირად 100 მეტრის და მეტ სიღრმეზე. 10. თევზი-გველგესლა ( Chaulios Odus) კარგად დააკვირდით ამ საშინელ არსებას...ალბათ მხოლოდ დედას შეუძლია უყვარდეს ასეთი საშინელება. მისი ბერძნული სახელწოდება წარმოდგება სიტყვებისაგან -Chaulios-ღია პირი და Odus-კბილები. ამ საშინელმა თევზმა მუდმივად ღია პირით და ჟრუანტელისმომგვრელი კბილებით კარგა ხანია სახელი გაითქვა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზომა 35 სანტიმეტრს არ აჭარბებს. პატარა ურჩხულს შეუძლია მასზე სამჯერ დიდი ზომის ნადავლის დაჭერა, ამაში მას მისი საშინელი კბილები ეხმარებიან. 690 9-ს მოსწონს
|