x
image
beko777
Mediator image
საყვარელი მამაკაცის შვილი შემიყვარდა - პრობლემური სამკუთხედი
სამკუთხა ჩიხში - სამამთილო ცდილობს დამაშოროს საქმროსთან, მე კი არჩევანი უნდა გავაკეთო!!!


imageმე იმ გოგონების რიცხვს ვეკუთვნი, რომლებიც „ვარდისფერი სათვალის“ გარეშე უცქერიან ცხოვრებას და ამიტომ ჩემს შესახებ საუბარსაც პირდაპირ საქმიდან დავიწყებ: 22 წლის ვარ. წელიწადზე ცოტა ხნის წინ გავიცანი ჩემზე გაცილებით უფროსი (ის 51 წლისაა) მამაკაცი. ცოტათი როცა დავუახლოვდი, სითბო გამოავლინა ჩემს მიმართ. აღმითქვა ცხოვრებისეული მხარდაჭერა ოღონდ კი მისი საყვარელი გავმხდარიყავი. ამას მოველოდი და მინდოდა კიდეც, რადგან ცხოვრებაში გვერდში არავინ მიდგას, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასავლელი და ცხადია ჯობდა ნაკლები პრობლემებით შევხვედრიყავი ყველაფერს. მე მართლა გავხდი მისი საყვარელი და მართლაც შვება ვიგრძენი. მან ბინა იქირავა ჩვენთვის, სადაც ვხვდებოდით საამური დღეების (თუ ღამეების) გასატარებლად, მატერიალურად მეხმარებოდა და თუ რამე დამჭირდებოდა: ან მანქანით სადმე წაყვანა, ან რაიმე ბიუროკრატიული მოვლენის გადალახვა, ის იქვე ჩნდებოდა და ყველაფერს აგვარებდა.


რამდენიმე თვის შემდეგ მან თავისი ბიჭი გამაცნო, რომელიც ჩემი თანატოლი გამოდგა. თავიდან მხოლოდ კეთილგანწყობის ნიშნად მივეცი ჩემი ტელეფონის ნომერი. დამირეკა. – ერთხელ ორჯერ... მერე უფრო და უფრო მეტ საერთოს ვნახულობდით ერთმანეთთან და ვხვდებოდით ერთმანეთს, ცხადია მამამისისგან ჩუმად! თუმცა მე უკვე ვიცოდი, რომ უჩა მიყვარს.


imageროცა მამამისმა შეიტყო ჩვენი ურთიერთობების შესახებ (მან ჩემი სუნამოს არომატი ამოიცნო უჩას პერანგზე და მიაწვა), ლანძღვა დაუწყო და ჩემი მისამართით უკანასკნელი სიტყვების გამოთქმა. კახპას მეძახდა და ეუბნებოდა, თავი დაენებებინა ჩემთვის. ჩემი მიჯნური ძლიერ არის მამაზე დამოკიდებული, როგორც მორალური, ისე მატერიალური კუთხით. ალბათ ამიტომ ვერ შეეპასუხა. დუმდა და ჩემთან კავშირებს აგრძელებდა. ამ დროისათვის მამამისმა მეორე ნორჩი გოგოს, 18 წლის შორენას დასაყვარლება მოასწრო (დიდი არაფერი გოგოა. მხოლოდ ტანფეხი უვარგა). მე კი დაფინანსება შემიწყვიტა. თუმცა იმ სახლიდან არ წამოვსულვარ, როგორღაც ვახერხებდით მე და უჩა 200 ლარის შექუჩებას.



უჩას დაბადების დღე იყო და ვიწრო წრეში დასხდომა გადავწყვიტეთ. მამამისი და მისი საყვარელიც დავპატიჟეთ სხვა მეგობრებთან ერთად. როცა მან დალია, ჩუმად მითხრა: „კიდევ თუ მიუახლოვდები ჩემს უჩას – ნაწლავებს დაგაყრევინებ შე ბ...!“ მთელი საღამო ვტიროდი და ვეკითხებოდი: „რატომ? რა დაგიშავე?“ რაზეც ის მპასუხობდა: „შენც კარგად იცი!“


imageახლა შემდეგი სიტუაციაა: მამამისი ყველა გზით ცდილობს ჩვენს დაშორებას. ჩემს მიჯნურს თავისთან ეძახის ხოლმე საქეიფოდ და სხვადასხვა გოგოებს აცნობს. ის არ ნებდება და ეუბნება, რომ ჩემს მეტი არავინ უნდა და თვითონ მოუვლის თავის საქმეს. ჩემი მიჯნურის დედას (თავის პირველ ცოლს) ყოფილმა საყვარელმა ყველაფერი უამბო. მაგრამ ამ ქალს არ სჯერა მისი, ფიქრობს, რომ გასანერვიულებლად უყვება. მე კი თავი ისე გამოვიყვანე, რომ ვთქვი: მედღლარძებოდა, მთავაზობდა, მაგრამ უარი მიიღო ჩემგან. ისეთ ცაიტნოტში ვარ, აღარ ვიცი. რა გავაკეთო? ყველაფერზე ხელი ხომ არ ჩავიქნიო?
ნ. თბილისი


რედაქციისაგან: - თქვენს გულისსწორს პატარა გამოცდა მოუწყეთ. ცოტა ხნით თქვენს მშობლიურ სახლში დაბინავდით და არ შეხვდეთ მას. ასე აიძულებთ საბოლოო არჩევანი გააკეთოს თქვენსა და მამამისს შორის. თუ უჩას მართლა უყვარხართ და მზადაა არად ჩააგდოს მამის აზრი, ის მოგთხოვთ ურთიერთობების გაგრძელებას. ხოლო თუ ის ძლიერაა მამაზე დამოკიდებული, მალე გაქრება თქვენი ჰორიზონტიდან. მაგრამ ეს უკეთესობაც იქნება: ამ შემთხვევაში ხომ მამა მაინც მონახავდა თქვენი დაშორების გზას.
სხვათაშორის, ამ სიტუაციაში თქვენი რჩეულის მამასაც შეიძლება გავუგოთ: თქვენ არამხოლოდ მის მამაკაცური თავმოყვარეობა შელახეთ, არამედ საკუთარი თავისადმი მამობრივი ნდობა დაუკარგეთ. ადვილი არ არის შენი ინტიმური მეგობარი ქალი რძლად აიტანო. შესაძლოა, კიდევ იმიტომ არ სურს თავის ვაჟთან თქვენი შეხვედრები, რომ შიშობს – არ მიატოვოთ იგი და საშუალო სტატისტიკურ საყვარლებს არ მიათვალოთ უჩა.

3
996
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
996
  
2016, 3 სექტემბერი, 14:23
სამკუთხედი არა, ესაა ქვაკუთხედი
2014, 7 აგვისტო, 19:52
ბლეფია ეს ყველაფერი პროსტა საზოგადოებიი რეაქცია აინტრესებთ ..... ისე ისეთი დროა აღარაფერია კასაკვირი ...... მე რამე წესიერს რომ გავიგებ ის მიკვირს უკვე :D
2014, 6 აგვისტო, 23:19
მე რო დავწერე სიძე-სიდედრის ისტორია ის გაუკვირდათ და თურმე რეები ხდება! ეს გოგო ნრომალურია საერთოდ?ჯერ გვერდშI მდგომი თუ არავინ ყავდა ბაბუამისის ტოლ კაცს რომ ჩაუხტა ახალგზარდა წესიერი ბიჭი ვერსად ნახა?და მერე მეორე რა ნამუსით აბამს მისი საყვარლის შვილტა ურთიეთობას და პრეტენზიებს აცხადებს მამამისს ჩვენი დაშორება უნდაო? თუნდაც ცოლობა შესთავაზოს ამ ბიჭბა დათანხმდება და ყოფილ საყვარელს სახლშI რძლად დაუჯდება და შვილიშვილებს გაუჩენს? რა მარაზმია !!!!
0 1 3