ქალი და მამაკაცი პრობლემური შეკითხვები, ფსიქოლოგის პასუხები 2014, 6 აგვისტო, 17:13 როცა ქმარი ჭირვეულობს, მცემს კიდეც
- ჩემს ქმარს შერეკილი ხასიათი აქვს. ისეც ხდება, რომ ჩხუბის დროს მას შეუძლია ხელითაც შემეხოს. შემდეგ მუხლებზე დაჩოქილი პატიებას მთხოვს. თავიდან ასეთი შემთხვევები იშვიათი იყო, მაგრამ ახლა ყოველივე უფრო ხშირად მეორდება. მიყვარს ჩემი ქმარი, მაგრამ რამდენი უნდა ვითმინო? ამას გარდა, ჩვენ ხომ შვილები გვყავს? - ნინო პ. - ვფიქრობთ, რომ თქვენს შემთხვევაში მოთმენა არ ღირს. მაშინაც კი, როცა გაწყობთ მუდმივად ცხოვრება შიშის ქვეშ და დაძაბულად, თქვენს შვილებზე მაინც იფიქრეთ. ფიზიკურ ძალადობას არანაირი გამართლება არა აქვს. თქვენს ქმარს სერიოზული პრობლემები აქვს. ასევე შეიძლება ითქვას თქვენს შესახებაც. სისასტიკის გამოვლინებას თქვენ ხომ რბილად უწოდებთ „შერეკილ ხასიათს“. სიტუაციას სხვანაირად შეხედეთ: თქვენი ქმარი და თქვენი შვილების მამა სასტიკად გექცევათ, თქვენ კი თავზე ხელს უსვამთ – პატიობთ რა ყოველთვის. შეიძლება ღირდეს პასუხის კატეგორიულად დასმა: „თუ შენთვის ოჯახი ძვირფასია, ახლავე უნდა რაიმე მოიმოქმედო. მაგალითად, მიმართე ფსიქოთერაპევტს“. არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც მამაკაცებს ეხმარებიან ძალადობის მიდრეკილებისგან თავის დაღწევაში. შეიძლება თქვენთვის სასარგებლო იყოს რაღაც დროით ცალ–ცალკე ცხოვრება, რათა მშვიდ მდგომარეობაში დაფიქრდეთ, რამით ხომ არ აპროვოცირებთ მას აგრესიაზე? ამას გარდა, საჭიროა მსხვერპლის სტერეოტიპური მოქმედების თავიდან აცილება, რასაც ალბათ, თქვენ ქმარზე დემონსტრირებით ახდენთ. მე შენ გპატიობ, შენც მაპატიე - ამდენი შეურაცხყოფისაგან მოსვენება დავკარგე ყველაფერი მწყინს, აზრები მოყენებული შეურაცხყოფისათვის დიდხანს არ მტოვებს, მოსვენებას არ მაძლევს და ღამეები არ მაძინებს. ამას გარდა, ჩემში შეურაცხყოფები დათრგუნულ განწყობასა და ცრემლებში იჩენს თავს. თავის ტკივილები კი მთელი კვირის მანძილზე მტანჯავს. ამბობენ, რომ ეს პრობლემა მოუგვარებელია. წყენიანობა ხომ ხასიათის ბოროტი მხარეა. - ირინა უ. - ცუდ ხასიათზე ყოფნა და თავის ტკივილი მიმალული წყენების მხოლოდ ერთადერთი თანამგზავრი არაა. შედეგები უფრო სერიოზული შეიძლება იყოს: მაღალი წნევა, პრობლემები გულთან, კუჭთან, ნევრო–ფსიქიკური მოშლილობა. ასე რომ, აზრი აქვს გადახედოთ დამოკიდებულებას წყენასთან. შეძლებისდაგვარად, ცოტა დაწყნარებულ გულზე მოელაპარაკეთ, ვინც გაწყენინათ და გამოარკვიეთ მისი ქმედების მიზეზი. არცთუ იშვიათად, ზოგი მხოლოდ იმისათვის მოქმედებს, რომ უსიამოვნება მოგაყენოთ. ამავე დროს, უნდა შეგეძლოთ ისწავლოთ პატიება მათ მიმართაც კი, ვინც თქვენს მიმართ მართალი არ იყო. შეგიძლიათ გამოიყენოთ „აქტიური წარმოდგენების“ მეთოდი. უთხარით, „შეჩერდი“ საკუთარ ნეგატიურ აზრებს, შემდეგ კი რაც შეიძლება ნათლად წარმოიდგინეთ, როგორ მიდიხართ იმ ადამიანთან, ვინც გაწყენინათ, უწოდებთ ხელს და ეუბნებით: „მე შენ გპატიობ, შენც მაპატიე“. შეიძლება ყველაფერი უცბად არ გამოვიდეს, მაგრამ გასინჯვა ღირს, უნდა ეცადოთ! ფსიქოლოგი გვჭირდება, მაგრამ სადაა იმის გარანტია, რომ ის ზიანს არ მოგვიტანს? - მე და ჩემი ქმარი დავრწმუნდით იმაში, რომ კონსულტანცია გვჭირდება ცოლ–ქმრული ურთიერთობების სპეციალისტთან. როგორ ვიპოვოთ კარგი ფსიქოლოგი? და როგორ დავრწმუნდეთ, რომ დროს და ფულს ტყუილად არ ვხარჯავთ და უფრო მეტად არ ვავნებთ ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას? - ელზა რ. - რა თქმა უნდა, კონსულტანტის ამორჩევაში დიდი სიფრთხილე გმართებთ. უნდა დარწმუნდეთ, რომ ამ სპეციალისტს აქვს შესაბამისი განათლება და ლიცენზია, რომელიც ამტკიცებს მის უფლებას იმუშაოს ფსიქოთერაპევტად. მასთან ურთიერთობისას თქვენ უნდა გრძნობდეთ სრულფასოვან კონტაქტს და ნდობას, რაც აუცილებელია ეფექტური მუშაობისათვის. საჭიროა, რომ ფსიქოლოგმა შეძლოს თქვენი სიძნელეების მიზეზების დადგენა და მოგცეთ კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მოგცემთ შესაძლებლობას ახლებურად უყუროთ თავს და შესაძლო შეცდომები გამოასწოროთ. თუ თქვენ თავიდანვე იგრძნობთ ფსიქოლოგთან ურთიერთობის სიკეთეს, ე.ი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თქვენი სპეციალისტია. ბავშვი სკოლაში ცუდად იქცევა, მასწავლებლები კი მშობლებს ადანაშაულებენ - ჩემი ბიჭი ბოლო დროს სულ წავიდა ხელიდან, სკოლაში ცუდად იქცევა: გაკვეთილებზე ცუღლუტობს, სხვა ბავშვებსაც ხელს უშლის, მასწავლებლებს ეუხეშება. კლასის დამრიგებელი ირწმუნება, რომ ბიჭს მშობლების ყურადღება აკლია და ამიტომ იქცევა ასე სკოლაში. შეიძლება ეს ასეცაა, მაგრამ სად გამოვნახოთ დრო, ჩვენ ხომ მთელი დღე სამსახურში ვართ? - ირინა კ. - როცა ბავშვი დარწმუნებულია, რომ ის უყვართ, ეს ის წყაროა, რომლიდანაც მისი ძალები იცლება. ყველა მშობელს არ შეუძლია თავისი სიყვარული ისე გამოხატოს, რომ ბავშვებმა მუდმივად იგრძნონ ეს. ბავშვის ცუდად მოქცევა – მნიშვნელოვანი სიგნალია. ბავშვი თითქოს გეუბნებათ: „ყურადღება მომაქციეთ, მე ცუდად ვარ!“ შეეცადეთ მასთან გაატაროთ თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი. მაშინ სკოლის პრობლემებიც მოგვარდება. 226 1-ს მოსწონს
|