x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135832
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
სალომე ტეტიაშვილის დიეტა-მომღერალმა 10 კილოგრამის დაკლება გადაწყვიტა
imageზაფხულის ცხელ დღეებში სუსტი სქესისთვის აქტუალური თემა წონაში დაკლება და დიეტებია.ზედმეტი სამი კილოგრამიც კი დეპრესიის მიზეზი ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზღვის სანაპიროზე გამხდარ, ლამაზსა და მაღალ გოგონას ხედავ შეზლონგზე გაწოლილს.დაახლოებით ასე დაემართა სალომე ტეტიაშვილსაც, როცა ქუჩაში გარუჯულმა, გრძელფეხება გოგონამ ჩაუარა.


-სალომე, ცოტა ხნის წინ შენს ''ფეისბუქის'' გვერდზე ახალი სტატუსი ვნახე, -''დიეტის მერვე დღე''.რატომ დადგა შენს დღის წესრიგში დიეტის აუცილებლობა?

-გემრიელი კვება ყოველთვის მიყვარდა.განსაკუთრებით ცომეული, ტკბილეული, რაც ყველაზე მეტად ასუქებს...ზუსტად მახსოვს, 28 ივლისი იყო, იმ დღეს ბევრგან ვიყავი სტუმრად და დიდი რაოდენობით ტკბილეული მივირთვი.გარეთ გამოვედი და ქუჩაში იმდენმა ლამაზმა, გამხდარმა და გარუჯულმა გოგომ ჩამიარა გვერდზე, ისტერიკა დამემართა.საკუთარ თავზე გავბრაზდი, ხომ შეიძლებოდა მეც ვყოფილიყავი ასეთივე გამხდარი, რომ მომენდომებინა-მეთქი.გოგო რომ ხარ და თავი მოგწონს, ფეხსაცმელზე თასმის შესაკრავად რომ დაიხრები, მუცელმა ხელი არ უნდა შეგიშალოს (იცინის).

-სხვა დროს არ ყოფილხარ დიეტაზე?


-როგორ არა, ბევრჯერ დამიწყია, მაგრამ ცუდად ვხდებოდი.დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ენერგიას ვხარჯავ და სანაცვლოდ რომ ვეღარ ვიღებდი, თავბრუ მეხვეოდა და ვიქცეოდი.ამიტომ გადაწყვეტილი მქონდა, რომ აღარასდროს აღარ დავიცავდი დიეტას, მაგრამ...ჩემი დიეტა არ არის დაწერილი, დღეებსა და საათებზე განაწილებული.უბრალოდ აღარ მინდება გემრიელი საჭმელები.თავს კი არ ვიკავებ, აღარ მინდება.

-ეგ როგორ?

-აი ასე, პირველი ორი დღე მართლა გამიჭირდა.განსაკუთრებით ტკბილეული მინდოდა ძალიან, მაგრამ ახლა მივეჩვიე.გაზიანი წყალი მიყვარს და შევცვალე მინერალური წყლით.კვების რაციონიდან ამოვიღე პური, ცომეული და ტკბილეული.ძირითადად ვჭამ:კიტრსა და პომიდორს, წიწიბურას, მაწონს, კეფირს.ხორცეულიდან მხოლოდ მოხარშული ქათმის ხორცსა და მოხარშულ სოსისს გეახლებით.7 საათის მერე საერთოდ არ ვჭამ.თუ ძალიან მომშივდება, საზამთროს გეახლებით ხოლმე.ტკბილეული ხილით ჩავანაცვლე.

-8 დღეში რამდენი კილოგრამი დაიკელი?

-სამნახევარი.49 კილოგრამი მინდა ვიყო.ასე რომ, ჯერ 7 კილო მაქვს კიდევ დასაკლები.

-ალბათ სტიმული გაქვს, ასეთი ნებისყოფა რომ აღმოგაჩნდა...

-ალბათ, ესეც არის...ემოციურად რთული პერიოდი მქონდა, ოღონდ, ნუ დამაკონკრეტებინებთ, რატომ და რისთვის.გადავწყვიტე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და საკუთარ გარეგნობას მივხედე.

0
591
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამი9696
მარიამი9696
591
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0