საზოგადოება ადამიანები, რომლებმაც კანონის და სისტემის მოტყუება შეძლეს (მეორე ნაწილი) 2014, 6 აგვისტო, 13:04 მცურავი სახლები სიეტლში
მრავალი წლის წინ ხალხის მასობრივმა გადასახლებამ ქალაქ სიეტლში მნიშვნელოვნად შეცვალა მისი სახე. ყველაფერი დაიწყო XX საუკუნის დასაწყისში, როცა ერთ-ერთმა "ჭკვიანმა" მოქალაქემ აღმოაჩინა, რომ კანონის მიხედვით მოძრავი ქონება, როგორიცაა ნავები, ტივები და ყოველგვარი წყლის ტრანსპორტი, გადასახადებით არ იბეგრებოდა. მაშასადამე, შესაძლებელი იყო სახლის აშენება წყალზე და ის თავისუფალი იქნებოდა ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადისაგან. ასე რომ, ერთი მხრიდან წყნარი ოკეანით და მეორე მხრიდან ტბა ვაშინგტონით შემოსაზღვრული ქალაქი სწრაფად გაივსო ტივებზე და ნავებზე აშენებული სახლებით. ამ საცხოვრებლებს აშენებდნენ ძირითადად ის ადამიანები, ვისაც არ ჰქონდა მიწის ყიდვის საშუალება. დროთა განმავლობაში მოცურავე სახლებმა აავსეს მთელი ტბა, რამაც გამოიწვია წყალსაცავის ეკოლოგიურად დაბინძურება. აუცილებელი გახდა სახელმწიფოს ჩარევა: ქალაქის ხელისუფლებმა მკვეთრად შეამცირეს წყალში სახლების აშენების ნებართვა, მოცურავე სახლებს გაუყვანეს ელექტროენერგია და მათი სტატუსი გაუთანაბრეს ჩვეულებრივ შენობებს. მოკლე ხანში ღარიბების თავშესაფრებიდან ეს სახლები გადაიქცა განსაკუთრებით შეძლებული, ეგზოტიკის მოყვარული ადამიანების საცხოვრებელ სახლებად. თვითმფრინავის ბილეთები აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე როგორც ცნობილია, ერთდოლარიანი ქაღალდის კუპიურა აშშ-ს მეტი უჯდება, ვიდრე ერთდოლარიანი მონეტა, რადგან მონეტა მიმოქცევაში გაცილებით დიდხანს რჩება, ვიდრე ქაღალდის კუპიურა. 2010 წელს ხაზინამ გადაწყვიტა გაეზარდა სახელმწიფოში ერთდოლარიანი მონეტების მიმოქცევა და შესთავაზა მსურველებს მისი ყიდვა ინტერნეტით, საკრედიტო ბარათების საშუალებით, ამასთანავე შესყიდული მონეტების რაოდენობაზე არანაირი შეზღუდვა არ იყო. ჯეიმ ლიაუ იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ადამიანებიდან, ვინც მიხვდა, რომ ამით ფულის შოვნა იყო შესაძლებელი. მოქმედების სქემა შემდეგი იყო: ლიაუმ შეუკვეთა დიდი რაოდენობით ერთდოლარიანი მონეტები, გამოიყენა რა გადასახდელად Cash Back ბარათი, რომლითაც ნებისმიერი შენაძენის განხორციელების შემთხვევაში ერთ-ერთი ავიაკომპანია საჩუქრად იძლეოდა კილომეტრების გარკვეულ რაოდენობას. შემდეგ მან ფოსტით მიიღო შეკვეთილი მონეტები, წაიღო ის ბანკში და დაფარა კრედიტი. ამით ჯეიმმა მოიგო ავიაკომპანიაში კილომეტრების იმდენი რაოდენობა, რომ თავისუფლად ეყო შვებულების დროს ჩარტერული ფრენისათვის. გონაბაგამჭრიახი მოზარდები ნიუ-ჯერსელმა ორმა ახალგაზრდა ბიჭმა გაზეთ New York Post-ში განათავსა განცხადება ტოპ-10 ფილმისაგან შედგენილი ნაკრების გაყიდვაზე, რომელსაც სულ რაღაც 49, 95 $-ას აფასებდნენ. ჩვეულებრივ, 10 კასეტისაგან შედგენილი კომპლექტი 100 დოლარზე ნაკლები არ ღირს, ამიტომ მყიდველს ეს წინადადება ერთი შეხედვით სარფიანად მოეჩვენებოდა. ყიდვისას მთავარი პირობა იყო ფულის გადარიცხვით ან ფოსტით გაგზავნილი ჩეკით გადახდა, საბანკო საკრედიტო ბარათები და ნაღდი ფული არ მიიღებოდა. მყიდველი საკმაოდ ბევრი გამოჩნდა. ამიტომ მოხერხებულმა ყმაწვილებმა ბანკში გახსნეს ანგარიში, სადაც გადარიცხეს ჩეკებით მიღებული თანხა. ბიჭებმა კრედიტი ბანკში გახსნეს კომპანიის სახელზე, რომელსაც მყვირალა სახელი CHILD PORNOGRAPHY VIDEOS INCORPORATED დაარქვეს. ამის შემდეგ მათ დაიწყეს საპასუხო წერილების გაგზავნა მყიდველებისათვის ბოდიშის მოხდით, რომ კასეტების ყიდვის მსურველი ძალიან ბევრია და ისინი ვერ ახერხებენ ყველას დაკმაყოფილებას, თან წერილში დებდნენ 49, 95 $-ის ჩეკს კომპანიის CHILD PORNOGRAPHY VIDEOS INCORPORATED სახელით, ანუ მყიდველებს უკან უბრუნებდნენ გამოგზავნილ თანხას. გასაოცარია, მაგრამ ამ ჩეკის განაღდებას არავინ არ ჩქარობდა. თუმცა ყველა ჩეკი და ანგარიში ლეგალური იყო, მოტყუებული კლიენტები ეთიკური თვალსაზრისით თავს იკავებდნენ ფულის უკან დაბრუნებისაგან. ოინი CitiBank-ის საკრედიტო ბარათებით CitiBank-ს აქვს საკრედიტო ბარათი, რომელიც საშულებას აძლევს კლიენტს უკან დაიბრუნოს სატელეფონო ოპერატორებთან Airtel, BSNL, Vodafone და კიდევ რამოდენიმესთან დახარჯული თანხის 5%. Airtel-მა ბრუნვაში გაუშვა თავისი ელექტრონული საფულე, რომლის შევსებაც შეასძლებელი იყო საკრედიტო ბარათების და ინტერნეტ-ბანკინგის საფუძველზე. MCC-ოთხნიშნა ნომერი, რომელიც სავაჭრო წერტილის საქმიანობის კლასიფიცირებას განსაზღვრავს, Airtel-ს და CitiBank-ს ერთნაირი ჰქონდათ, ამიტომ საბანკო ბარათით განხორციელებელი ოპერაციების პროცენტები შეიძლება კლიენტს გადაეტანა სატელეფონო ოპერატორის საფულეზე, შემდეგ კი ისევ დაებრუნებინა უკან, თავისი საკრედიტო ბარათის ანგარიშზე. სწორედ ამ აბსურდული დამთხვევით ისარგებლა ბევრმა ამერიკელმა და თვეების განმავლობაში შესანიშნავად გამოიყენა ეს გაუგებრობა საკუთარი სარგებლობისათვის. ავსტრალიური "სამთავრო" 30 კაცისაგან გასული საუკუნის 60-იან წლებში ავსტრალიელმა ფერმერმა ლეონარდ კესლიმ ხორბლის დიდი მოსავალი მიიღო. თუ იმდროინდელ სახელმწიფოს მიერ დადგენილ სასოფლო- სამეურნეო კვოტებს გავითვალისწინებთ, ეს მოსავალი მისთვის შეიძლება პრობლემა გამხდარიყო. ხორბლის რეალიზაციის ლეგალური რაოდენობის გაზრდას სახელმწიფო არ აპირებდა, პირიქით, შეიძლებოდა ფერმერისათვის "ზედმეტი მიწა" ჩამოერთმიათ კიდეც. ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებით აღშფოთებულმა ლეონარდმა მოიფიქრა ასეთი გამოსავალი: მან მიიღო გადაწყვეტილება გამოსულიყო ავსტრალიის შემადგენლობიდან და თავისი მიწა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ასე რომ ხუთი ოჯახი ჰატ-რივერის პროვინციიდან გაერთიანდა ერთ სამთავროდ თავისი საკუთარი ვალუტით, სიმბოლოებით და მმართველით - მისი უდიდებულესობა პრინც ლეონარდ I-ით. სახელმწიფოსთან გაჭიანებული დავა კარგა ხანს გრძელდებოდა, მაგრამ საერთო ჯამში მოხდა ისე, რომ "სამთავრომ" 1972 წელს შეწყვიტა გადასახადების გადახდა და საკმაოდ მყარად მოიკიდა ფეხი, ასე რომ, დღესაც ცხოვრობს დამოუკიდებელ სამთავროში 30 ადამიანი, თუმცა აქ გაცემული პასპორტების რაოდენობა ბევრად მეტია და 14 000-ს აღწევს. სხვათა შორის კესლის მაგალითმა ბევრი მიკრონაციის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 107 5-ს მოსწონს
|