საზოგადოება აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება და შეცვლა 8 აგვისტომდე შეეძლებათ 2014, 5 აგვისტო, 17:01 გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების საყურადღებოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ წელს მეორადი ჩარიცხვები აღარ იქნება. "შეგახსენებთ, რომ წელს მეორადი ჩარიცხვები აღარ განხორციელდება, რადგან აბიტურიენტებს საშუალება აქვთ განუსაზღვრელი რაოდენობით მიუთითონ სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის ყველა, სადაც მათ მიერ წარმატებით დაძლეული არჩევითი საგანი ან საგნები ბარდება. 23 2-ს მოსწონს
|