გუშინ სრულიად საქართველო ერეკლე კოდუას აბსურდების თეატრის მაყურებელი გახდა. ბატონი ერეკლე ურცხვად აცხადებდა რომ მკვლელობა დაუკვეთეს. კოდუას, რომ ყველაფრის კადრება შეუძლია, ეს ახალი არაა, მაგრამ ჩნდება კითხვა. ვთქვათ და მისი ინფორმაცია რეალურია, რატომ დაუკვეთეს მკვლელობა კოდუას? ქილერი ხართ ბატონი ერეკლე? სხვა შემთხვევაში ადამიანებს ასე ადვილად არ ავალებენ მკვლელობებს ( თუ ავალებენ საერთოდ).
და ხვალ ისევ გამოვა ნანუკა და ცისფერი ეკრანიდან დაგვიწყებს მორალის კითხვას, რა და როგორ ვაკეთოთ.