x
image
სოფი სოფია
გრემ ჰანტერის წიგნიდან: როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი მსოფლიოში "რამ შექმნა მესი" ნაწილი 4 დასასრული

ფაბრეგასი არსენალისკენ გაემგზავრა, ხოლო მესი უკვე სუპერვარსკვლავის მდგომარეობისა და "ბარსაში" უდიდესი წარმატებისკენ მიმავალ გზას დაადგა.
მწვრთნელ პერე გრატაკოსის თავკაცობით მოასპარეზე "ბარსას" ბ გუნდში დაწინაურებულ მესის სულ ორიოდე თვე აშორებდა პირველ გუნდში დებიუტს.
გრატაკოსმა გაიმეორა არნაუ რიერას აზრი, რომ მესიმ ძალზე სწრაფად დაინახა - ის უკვე მზად იყო "ბარსას" ბ გუნდს "გადახტომოდა" და პირველ გუნდში დაეწყო თამაში. "ის ახალი ამოცანებისთვის იყო მზად, ესაჭიროებოდა ისეთ ფეხბურთელებთან ვარჯიში, როგორებიც იყვნენ" რონალდინიო, ეტოო და დეკო - მოთამაშეეები, რომლებიც თავის გამოჩენისკენ გიბიძგებენ და მესისაც შემდგომში განვითარების შესაძლებლობას მისცემდნენ.
ყოველკვირა, ტექნიკურ საკითხებზე გამართულ თათბირზე ფრენკ რაიკაარდს ლეოს შესახებ ველაპარაკებოდი. ბოლოს და ბოლოს (2003 წლის ნოემბერში) გუნდის თავკაცები ჩემთან მოვიდნენ და მთხოვეს გამეყოლებინა აკადემიის რამდენიმე მოთამაშე გუნდისთვის, რომელიც პორტუში ახალი სტადიონის საზეიმო გახსნაზე მიემგზავრებოდა".
მაშინ მესი 17 წლის 4 თვისა და 23 დღის იყო. ბ გუნდის შემადგენლობაში ჰეტთრიკიც ჰქონდა "გრანოლერსის" წინააღმდეგ ახალი შესრულებული და, რაკი სანაკრებო შეკრებების დრო იყო, პორტოში "დრაგაუს" სტადიონის გახსნაზე წაიყვანეს და მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე გამოიყვანეს მინდორზე.
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსას" სუსტმა შემადგენლობამ ჟოზე მოურინიოს "პორტოსთან" ანგარიშით 2:0 წააგო, მესიმ 15-წუთიანი თამაშისას სამი საგოლე მომენტის შექმნა მოასწრო და როცა გრატაკოსმა ის თავის გუნდში დაიბრუნა მას უთხრეს: "შენ მართალი იყავი, ის ნამდვილად ღირსია, ივარჯიშოს პირველ გუნდთან ერთად - შეგიძლია, უიკენდებზე სათამაშოდ წაიყვანო ხოლმე".



16 თვის განმავლობაში, 2003-04 წლებში მესიმ ხუთი საფეხური გადალახა - "კადეტები", "იუვენილის" ორი შემადგენლობა, ბარსა ც ბარსა ბ - და პირველ გუნდში აღმოჩნდა. ასეთ სწრად კარიერულ ზრდას შეეძლო, კალაპოტიდან ამოეგდო ნორჩი ფეხბურთელი, რომელიც ძალზე მორიდებული ხასიათით გამოირჩეოდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელია, მის დასახმარებლად მზად იყვნენ ბრაზილიელი თანაგუნდელები.
დეკომ იმთავითვე გააფრთხილა მოთამაშეები, რომ გუნდში ჰყავდათ ახალწვეული "ნამცეცა", რომელიც მას საფეხბურთო ჩოგბურთში სჯაბნიდა. სილვინიო, ედმილსონი, ბელეტი და დეკო მას ხელგაშლილნი შეეგებნენ და მეურვეობდნენ, თუმცა თავად განსაკუთრებით ემადლიერებოდა რონალდინიოს.
"რონი სრულიად გამორჩეული იყო ჩემთვის - "ბარსას" გასახდელში რომ მოვხვდი, მეტისმეტად ახალგაზრდა ვიყავი, და ის პირველი იყო, ვინც შემომეგება და მხარდაჭერა გამოხატა", - მიყვებოდა მესი გუნდში ჩარიცხვიდან ცოტა ხნის შემდეგ.
"ჩემთან დაკავსირებით არანაირი ეჭვიანობა არ მიგრძვნია - პირიქით, რონალდინიო ყველაფერში მეხმარებოდა და სხვებიც. გამონაკლისის გარეშე, მხარში მედგნენ და ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ კარგად მეგრძნო თავი.
როგორც უფროსი კოლეგა, რონი მფარველობასა და მეურვეობას მიწევდა, ამასთანავე, როგორც თანაგუნდელთან, მის გვერდით თამაში ჩემთვის ნამდვილი პატივი იყო. სადილობისას ბრაზილიელებს თავიანთი მაგიდა აქვთ და ისინი ხშირად მიწვევდნენ, თან მეუბნებოდნენ, რომ ერთადერთი არგენტინელი ვიყავი, რომელსაც მათ გვერდით დაჯდომის უფლებას აძლევდნენ!

ახლა კი დავუბრუნდეთ იმას, რასაც პირველი ნაწილის დასაწყისში ვყვებოდით: როგორ გაიყვანა რონალდინიომ ორჯერ მესი "ალბასეტესთან" თამაშის ბოლო წამებზე და როგორ დააგვირგვინა 'პრინცმა" ორივე შეტევა "ღვთაებრივად".
"მეც დაახლოებით იმავე ასაკსი მქონდა დებიუტი და კარგად ვიცი, რას ნიშნავს ნიჭიერი ახალბედასთვის, მასზე უფროს ფეხბურთელებთან ერთ გასახდელში მოხვედრა, - ჰყვებოდა რონალდინიო. - ამიტომ ვცდილობდი მისთვის დაძაბულობა მომეხსნა, როგორც უმცროს ძმას ისე ვეპყრობოდი და მასთან ერთად ვხუმრობდი, რათა რაც შეიძლება სწრაფად შეჰგუებოდა გარემოს.
იმ სეზონში, როცა მესი პირველ გუნდში ჩაირიცხა, არც ოფიციალური და არც ამხანაგური შეხვედრები აღარ გამართულა, მაგრამ სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ექვსწლიანი შესვენების შემდეგ ლიგაში გუნდის გამარჯვებას. ამგვარად 2005 წლის ზაფხულში მის მიერ გაწეული შრომა იმით დაგვირგვინდა, რომ სულ რაღაც თვეების განმავლობაში, ის ესპანეთის ჩემპიონიც გახდა და მსოფლიო ჩემპიონიც არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 20 წლამდელ ფეხბურთელთა შორის. ეს მისი მე-18 დაბადების დღიდან რამდენიმე დღეში მოხდა.
მათთვის, ვისაც ფეხბურთი მისი სილამაზის, მოულოდნელობისა და იმპროვიზაციისთვის უყვართ, სამწუხაროა, რომ რონალდინიო, რომელიც პირველ გუნდში მესის "გზამკვლევად" მოგვევლინა, იმ დროს როცა ის ნამდვილ გენიოსად ჩამოყალიბდა, რეგრესის გზაზე აღმოჩნდა, წარმოიდგინეთ რა საოცარი საყურებელი იქნებოდა ეს ორი ფეხბურთელი, ორივესთვის გაფურჩქვნის ხანაში ერთად რომ ეთამაშა! სამწუხაროდ იღბალი თუ ფორტუნა ამის საწინააღმდეგოდ შემობრუნდა. ბრაზილიელის აღზევება ძალზე შთამბეჭდავი, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა. არგენტინელი კი რეკორდების წიგნის "გადაწერას" იწყებდა.

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფი სოფია
სოფი სოფია
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0