საბუნებისმეტყველო როგორი იქნება ადამიანების საკვები 2050 წელს 2014, 2 აგვისტო, 23:19 მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ჩვეულებრივი ჰამბურგერი შეიძლება მივიღოთ ლაბორატორიაში ძროხის სულ რამოდენიმე უჯრედის საშუალებით. შესაძლებელია, ძალიან მალე დადგეს ისეთი დრო, რომ ჩვეულებრივი კვების პროდუქტები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ სასადილო მაგიდაზე, მიღებული იქნება ბუნების ჩარევის გარეშე, სოფლის მეურნეობის გვერდის ავლით.
დიზაინერმა ჯოანა შმეერმა თავისი ახალი პროექტის ფარგლებში შეეცადა ეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ჩვენი საკვები უახლოეს მომავალში. მან შექმნა შვიდი სხვადასხვა პროდუქტი, რომლებსაც თეორიულად შეუძლიათ სავსებით დააკმაყოფილონ ადამიანის მოთხოვნილება მისი არსებობისათვის საჭირო ნივთიერებებით, კერძოდ: წყლით, ვიტამინებით, უჯრედისით, სახაროზით, ცილებით, ცხიმებითა და მინერალებით. ბიოპლასტიკის უჯრედებს, რომლებიც სავსეა ცოცხალი ფერმენტებით, შეუძლიათ მოახდინონ ცოცხალი უჯრედების იმიტაცია და გამოიმუშაონ საჭირო ნივთიერება ხელოვნური ფოტოსინთეზის გზით. თავისი გამოგონება დიზაინერს შთააგონა ცოტაოდენი ხნის წინათ გამოქვეყნებულმა სამეცნიერო გამოკვლევებმა, რომელშიც აღწერილი იყო, რომ შესაძლებელია მივიღოთ "პლასტიკური უჯრედი", რომელსაც შეეძლება ქიმიური რეაქციის განხორციელება. გამოკვლევის ავტორები თვლიან, რომ მომავლში ისინი შეძლებენ ბიოპლასტიკური უჯრედის შექმნას, რომელიც გარეგნულად ნამდვილ უჯრედს ემგვანება და ისევე იფუნქციონირებს, როგორც ბუნებრივი. "ეს სუფთა კონცეპტუალური პროექტია, მაგრამ დღესდღეობით ტექნიკურად შეუძლებელია ეს კონცეფცია რეალობად ვაქციოთ, -ამბობს ჯოანა შმეერი, - თუმცა 40-50 წლის შემდეგ ტექნიკური პროგრესი იმდენად წავა წინ, რომ ეს იდეა აბსურდულად სულაც აღარ მოგვეჩვენება". დიზაინერის მიზანს წარმოადგენს გვაჩვენოს, რომ ხელოვნური პროდუქტების საკვებად გამოყენება ისევე სასიამოვნო იქნება, როგორც ბუნებრივისა. აი ეს უზარმაზარი ღრუბლისმაგვარი თეთრი პროდუქტი, რომელიც უზარმაზარ არაქისს ჰგავს, გამოიმუშავებს საქაროზას და ჟანგბადს. ეს მოდელი გამოაფრქვევს ვიტამინების წითელ ღრუბლებს, ხოლო მისი პატარა ტომსიკები ცილებს გამოყოფს. 2050 წლისათვის კაცობრიობას მოუწევს გაზარდოს კვების პროდუქტების წარმოება 70%-ით, რადგან ამ დროისათვის დედამიწის მოსახლეობა საგრძნობლად გაიზრდება. ასე რომ უმჯობესია ვეძებოთ საკვების მიღების ალტერნატიული გზები, ვიდრე გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ცხოველების და ფრინველების ფერმების რაოდენობა. სასურსათი საქონლის წარმოება-ეს არაა ერთადერთი, რას შეუძლია დიდი რაოდენობით ენზიმების შემცველ პროდუქტებს. ამ კონცეპტის სხვა ფუნქცია ითვალისწინებს სინათლის ალტერნატიული წყაროსა და ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებელი საშუალებების გამოგონებას. 189 7-ს მოსწონს
|