საზოგადოება "რუსებისთვის კულტურული შოკია, ქართველი რომელიც რუსულად ვერ ლაპარაკობს" - მერაბ მეტრეველის შეფასება იურმალას დაჯილდოებაზე 2014, 30 ივლისი, 18:27 ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ იურმალას დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულმა ნუცა ბუზალაძემ სამადლობელი სიტყვა ინგლისურ ენაზე წარმოთქვა. "წეღან იურმალა გადავახვიე. ბუზალაძის დაჯილდოვება მაინტერესებდა და მგონი მის გამარჯვებაზე მეტი სიხარული იმან მომგვარა, სამადლობელი სიტყვა ინგლისურად რომ წარმოთქვა. მხოლოდ მან და ლიტველმა კონკურსანტმა ილაპრაკეს ინგლისურად. დარწმუნებული ვარ, რუსებისთვის კულტურული შოკია, ქართველი რომელიც რუსულად ვერ ლაპარაკობს." - წერს ჟურნალისტი თავის პირად გვერდზე. 261 1-ს მოსწონს
|