x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135726
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510112
ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილ აბიტურიენტებთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას არცელებს

imageგანათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს იმ ინფორმაციას, თითქოს ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილ აბიტურიენტებს მომავალ წელს გამოცდაზე გასვლის უფლება აღარ ექნებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარყოფს ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილ აბიტურიენტებს მომდევნო წლებში გამოცდაზე განმეორებით გასვლის უფლება აღარ ექნებათ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მეცემათ შესაძლებლობა, თუ სწავლების ზედა საფეხურს თავიდან გაივლიან.
სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს!!!" - ნათქვამია განცხადებაში.

0
34
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0