x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
თვითშეფასების პიროვნებისეული ასპექტები
ადამიანის თვითშეფასება წარმოადგენს მის ერთერთ

თვითსეფასების ზრდანიშვნელოვან მახასიათებელს, რომელიც განსაღზვრავს მის ხასიათს, კომუნიკაციის ფორმას,

საკომუნიკაციო ობიექტების არჩევას და ზოგადად შთაბეჭდილებას საკუთარ თავზე.


ხშირია მოსაზრება რომ თვითშეფასების ამაღლებას განაპირობებს მაღალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი, ფული, წოდება..ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად ადამიანები თვლიან სასიამოვნო გარეგნობას, ნაკლებ წონას, თვალის ლამაზ ფერს და სხვა ასეთ წვრილმანებს.
დამაინტერესა, შეიძლება თუ არა ვინმე შევაფასოთ არა მისი სტატუსისა და გარეგნობის, არამედ ინტელექტისა და სხვა პიროვნებისეული ფაქტორების მიხედვით.ჩავატარე კვლევა.საკვლევ ნიშნებს შორის ყურადღება გავამახვილე შემდეგ ნიშნებზე:სიზოთიმია-აფექტოთიმია,
“მე”-ს სიძლიერე, ტემპერამენტი, დომინანტობა, სურგესტია-დესურგესტია, სუპერ-ეგოს სიძლიერე, ტრექტია-პარმია, ჰარია-პრემსია, ცეპია-ქოასთენია, სოც.ჩართულობა, ალექსია-პროტენზია, აუტია-პრაქსერნია, გემოვნებიანობა, ჰიპერთემია-ჰიპოთემია, რისკიანობა, კონსერვატიზმი-რადიკალიზმი, ჯგუფზე დამოკიდებულება, იმპულსურობა, ფრუსტრირებადობა.


კვლევისათვის ავირჩიე 60 ცდისპირი, გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით 30 მათგანი ქალი, ხოლო დანარჩენი 30 მამაკაცი.მათი ასაკი 18-45 წლების ფარგლებში მერყეობდა.

კვლევის წარმატებით შესრულებაში დიდი დახმარება გამიწია რავენის IQ ტესტმა, როზენბერგის თვითშეფასების საკვლევმა ტესტმა და კეტელის პიროვნებისეული ფაქტორების საკვლევი ტესტის ონლაინ ვერსიამ.

შედეგები აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და ამავდროულად გამართლდა ჩემი მანამდე ნააზრევი ჰიპოთეზა.ცდისპირები დავყავი მაღალი და დაბალი თვითშეფასების მქონე ინდივიდებად.

აღმოჩნდა, რომ მაღალ თვითშეფასებაზე გავლენას ახდენს და მასთან დადებით კორელაციაშია შემდეგი ფაქტორები:

ინტელექტი,

ძლიერი“მე"(ემოციურად სტაბილური, რეალისტური, მშვიდი)

აღგზნებადობა (მომთხოვნი, თავშეუკავებელი)

დომინანტობა(დაბეჯითებული, ჯიუტი, მოქიშპეობისაკენ მიდრეკილი)

სუპერ-ეგოს სიძლიერე (სინდისიანი, საღადმოაზროვნე)

პარმია(თავგადასავლების მაძიებელი, ურთიერთობებში თამამი)

პრემსია(მეოცნებე, მგრძნობიარე, დამოკიდებული, ფრთხილი)

რადიკალიზმი (უყვარს ექსპერიმენტები, თავისუფლად მოაზროვნე, დაუსაბუთებლად არაფერს იჯერებს)

მნიშვნელოვანი და საინტერესო შედეგები მივიღე ქალებისა და მამაკაცების ქულათა მაჩვენებლების ერთმანეთთან შედარებით. მამაკაცების ფაქტორული მაჩვენებლები გაცილებით მაღალი (>მეტი) აღმოჩნდა ქალთა მაჩვენებლებზე უმეტეს შემთხვევაში.


მამაკაცების თვითშეფასება > ქალების თვითშეფასებაზე
მამაკაცების IQ > ქალთა IQ ზე
მამაკაცები ძლიერი“მე” - ქალბატონებს სუსუტი “მე”
მამაკაცების აღგზნებადობა > ქალების აღგზნებადობა
მამაკაცების დომინანტობა > ქალების დომინანტობა
მამაკაცების პარმია > ქალების პარმია

მამაკაცების პრემსია < ქალების პრემსია
მამაკაცების რადიკალიზმი < ქალებისრადიკალიზმი


ძალიან საინტერესო და მოსალოდნელი შედეგების მომსწრე გავხდი, გარ-და იმ საკითხისა, რისი კვლევაც მქონდა მიზნად დასახული

ისიც დავამტკიცე რომ მამაკაცებში ქალბატონებზე მაღალი თვითშეფასების არსებობა განპირობებულია სწორედ მრავალ ფაქტორში მათი მაღალი მაჩვენებლის არსებობით.

0
131
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ფროდიაშვილი
ნინო ფროდიაშვილი
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0