x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე კურიოზული პენალტები ფეხბურთის ისტორიაში(ვიდეო)
imageყველა ფეხბურთის მოყვარული დამეთანხმება, რომ პენალტი, როგორც გოლის გატანის საშუალება ნამდვილად ვერ შეედრება სათამაშო სიტუაციაში გატანილ გოლს ვერც ერთ ასპექტში, ვერც ესთეტიკურად, ვერც ეფექტურობით თუ მოულოდნელობის ფაქტორით.


თუმცა იყვნენ პენალტის გატანის დიდოსტატებიც.

როგორ არ გავიხსენოთ თუნდაც თბილისის "დინამოს " ფორვარდის რევაზ ჩელებაძის შესანიშნავად შესრულებული თერთმეტმეტრიანები, რომელიც გაოცებას და აღფრთოვენებას იწვევდა გულშემატკივრებში.


ახლა კი გავეცნოთ რამდენიმე კურიოზულ პენალტს ფეხბურთის ისტორიიდან, რომლებიც ვფიქრობ საკმაოდ მხიარულ განწყობაზე დაგაყენებთ.





1-მაროკოელი მეკარე ჰალიდ ასკრი "ფარ რაბათიდან"უცებ გმირი გახდა და რამდენიმე წამში ანტიგმირიც მაროკოს თასის 1/16 ფინალში 'მაგრიფ ფესის" წინააღმდეგ.


2-უნიკალური კურიოზი!სხვა არაფერი შეიძლება დაერქვას სერბია-ჩერნოგორიას და ტუნისის მატჩზე მომხდარ ინციდენტს 2004 წელს ოლიმპიურ თამაშებზე ათენში.

ამ სიუჟეტის მთავარი გმირი არბიტრი გახდა.ჯერ სერბია-ჩერნოგორიის კარში საეჭვო პენალტი დანიშნა. ტუნისელმა ფეხბურთელმა პენალტი ზუსტად შეასრულა, თუმცა მსაჯმა არ ჩათვალა და აიძულა ხელმეორედ დაერტყა, ისევ არ ჩათვალა და მესამედ დაარტყმევინა და ასე ავიდა 6 დარტყმამდე!მე-6 ჩაუთვალა როგორც იქნა.


3-უნგრეთის თასის გათამაშებაზე "დებრეცენი"-"ფეჰერვარის" მატჩის დროს სტუმრების კარში დაინიშნა პენალტი.მეკარემ ივაჟკაცა და ბურთი მოიგერია, მაგრამ დებრეცენის სლოვაკმა მცველმა პაველ დიურიცამ იმის მაგივრად, რომ ბურთი რაც შეიძლება შორს გადაეგდო..ისეთი გლიჯა საკუთარი კარის ცხრიანში, რომ ყველაზე ცნობილ ფორვარდსაც კი შეშურდებოდა.

4-ეგვიპტის თასის გათამაშებაზე, სტუმრების "კიმა ავანის" გუნდის კარში დაინიშნა პენალტი.საჯარიმოს შესასრულებლად გაემართა მასპინძლების, "ალ აჰლის" ნახევარმცველი ამიდ საიოდი.

თუმცა რა დაემართა ფეხბურთელს თქვენ თვითონ იხილეთ ვიდეოში.....

5-საკმაოდ მხიარული კურიოზი მოხდა 2009 წელს "სპარტაკი"-"სატურნის" მატჩის დროს რუსეთის ჩემპიონატზე....

6-2005 წელს "არსენალი"-მანჩესტერ სიტის" მატჩის დროს ინგლისის პრემიერ-ლიგაზე რობერტო პირესმა გაიტანა თერთმეტმეტრიანი და მასპინძლები დააწინაურა....შემდგომ დაინიშნა სტუმართა კარში კიდევ ერთი პენალტი.კვლავ პირესი მოემზადა პენალტის დასარტყმელად და ალბათ სურდა ეფექტური კომბინაციით(ანრისთან ერთად) გაეოცებინა გულშემატკივრები, თუმცა რა იდიოტობა გამოუვიდა თქვენ თვითონ იხილეთ ვიდეოში..

7-რაც არ გამოუვიდა პირესი -ანრის წყვილს, დიდებულად შეასრულა კრუიფი-ოლსენის ტანდემმა.


ბრწყინვალე თერთმეტმეტრიანი გატანილი ლეგენდარული იოჰან კრუიფის მიერ 1982 წელს."აიაქსი"-"ჰელმონტ სპორტის" შეხვედრაზე.

წესების მიხედვით პენალტის შემსულებელ ფეხბურთელს არა აქვს უფლება ორჯერ ზედიზედ შეეხოს ბურთს.მეორედ ბურთის შეხების უფლება აქვს მას შემდეგ, როდესაც ბურთს სხვა ფეხბურთელი შეეხება....

0
378
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0