იმერეთი მიხეილ სააკაშვილის სპეც აგენტმა გამანადგურა–ციცინო ხარაბაძე 2014, 25 ივლისი, 0:38 ![]() "შვილის გადასარჩენად ოთხი ბინა დავაგირავე, თუმცა თაღლითობის მსხვერპლი აღმოვჩნდი. ჩემი საცხოვრებელი სახლი ნიზამის # 32 ში, 10.000 დოლარად და 2.000 ევროდ ჩავდე. ასევე, ჩემი დედის, დის და დისშვილის ბინა დავაგირავე. თანხას ყოველი თვის ბოლოს ვიხდიდი, მხოლოდ ერთხელ გადამიცილდა. ოთხივე ბინაში პროცენტიანად 90 ათასი ლარი მაქვს გადახდილი, მაგრამ ეს ბინები, ვინმე მიხეილ კალაჩიანმა ჩამომართვა. მიხეილ კალაჩიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სპეც აგენტი იყო. მას შსს-ში მფარველები ჰყავდა და დღემდე ჰყავს. მე არ ვიცი რას წარმოადგენს ასეთს. მე ვარ ვინცა ვარ, შენი ბიზნესი ჩემი იქნება. თუ კი რამე გაგაჩნია ჩემი იქნება, მისგან სოციალურ ქსელში ათასნაირი წერილები მომდიოდა, მოწმეები ძალიან ბევრი მყავს. ვიცი რომ მიხეილ კალაჩიანს 400 ოჯახი ქუჩაში ჰყავს გამოყრილი. ეს ბანდიტი მიზანმიმართულად ანადგურებს ქართველ ერს. მაშინ გავბრაზდი, როდესაც 80 პოლიციელი ჩემს უნარშეზღუდულ დას სახლიდან აძევებდა. აქ უკვე ოჯახის გადარჩენაზე იყო საუბარი, ჯანდაბას ჩემი თავი, ოჯახი მაინც გადამირჩებათქო. ეს იყო ჩემი პროტესტი. თავზე გადავისხი ბენზინი, მაგრამ უფალმა გადამარჩინა. წელიწად ნახევარი საწოლზე ვიყავი მიჯაჭვული, მეზობლები მივლიდნენ. ოპერაცია გავიკეთე, მარჯვენა ხელით ვერაფერს ვაკეთებ, მარცხენა კი ამიმუშავდა, "-განაცხადა ციცინო ხარაბაძემ. ციცინო ხარაბაძის მთავარი მოთხოვნაა, რომ აღნიშნული საქმით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდეს და დროულად მოხდეს საქმის გამოძიება. "კონკრეტულად, ვითხოვ, იმ ადამიანებისგან მორალური ზარალის ანაზღაურებას, რომლებმაც ფსიქოლოგიურად და მატერიალურად გამანადგურეს. ვითხოვ, ჩემი ოთხივე ბინის ბათილად ცნობას და მორალურ ანაზღაურებას. თუ ეს არ მოხდა, გამოვალ სომხების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ისინი მიზანმიმართულად ეწევიან ქართველების განადგურებას, "-აღნიშნა ციცინო ხარაბაძემ. ![]() ![]() 257 შეფასება არ არის
|