საზოგადოება კულტურის ახალი მინისტრი გამოწვევებისთვის მზადაა 2014, 24 ივლისი, 22:47 ![]() პრემიერმინისტრმა საქართველოს კულტურის მინისტრად კომპანია „ისთერპრომოუშენის“ ხელმძღვანელი მიშა გიორგაძე წარადგინა, რომელიც საქართველოში ცნობილია, როგორც მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩვენს ქვეყანაში პირველი ექსპორტიორი, სწორედ მისი და მისი გუნდის ეგიდით იხილა ქართული საზოგადოების ნაწილმა თავის დროზე - რეი ჩარლზიდან და ჯეიმს ბრაუნიდან დაწყებული, რეპერ ქულიოსა და ჯგუფ „ბონი ემით“ დამთავრებული. ![]() მიშა გიორგაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა რეგიონალური მასშტაბით კულტური სამინისტროს მუშაობის გააქტიურების პრიორიტეტი, განაცხადა, რომ - ეს ყველაზე გამოკვეთილი მიმართულებაა, ეს პრობლემური საკითხია დღეს საქართველოში, რაშიც კულტურის სამინისტრომ ყველაზე დიდი როლი უნდა შეასრულოს, - ის აპირებს პირადად ჩავიდეს რეგიონებში და ადგილზე შეისწავლოს სიტუაცია, განახორციოლოს ინფრასტრუქტული პროექტები, კერძო ინიციატივებს მხარი დაუჭიროს და თავად კულლტურის ასმინისტრო გახადოს არამხოლოდ კონკრეტული პროექტების თანაორგანიზატორი ან დამფინანსებელი, არამედ თავად გახდეს - მათი დამგეგმავი და შემსრულებელი. ![]() ახალი მინისტრი ამ ეტაპზე ბათუმში იმყოფება და 24 ივლისს დაწყებული „ჯაზ-ფესტივალის“ მიმდინარეობითაა დაკავებული, რისი დასრულების შემდეგაც იგი თბილისში დაბრუნდება, სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდება და მუშაობას შეუდგება. 77 1-ს მოსწონს
|