x
image
beko777
რატომ ვხდებით კატასტროფების დედოფალი?
imageშენს ცხვირწინ იკეტება ყოველთვის მაღაზიები, მუდამ უდროო დროს მიდიხარ – ან ტექნიკური შესვენებაა, ან საშობაო არდადეგები ან, სულაც, სადილობის დროს დაადგები ხოლმე თავზე. ამ პრობლემას ვერც სადღეღამისო სუპერმარკეტი გიჭრის: თვით ბანალური ბანანებიც კი შენი გამოჩენისთანავე თავდება. უკან გაბრუნებული კი ფეხსაცმლის ქუსლსაც კარგავ. თითქოს ყველამ და ყველაფერმა პირი შეკრა შენს წინააღმდეგ. და ვაი მას, ვინც შენთან ერთად მოფრინავს რეისით – კანბერის აეროპორტი უხვთოვლობის გამო იკეტება. დიდი გამჭრიახობა არ უნდა იმასაც, რომ გემზე შენს გამოჩენას მხოლოდ უსიამოვნებები მოჰყვება. ამასწინათ კი მსოფლიოში საუკეთესო პროგრამისტმა (ამავდროულად, შენმა შეყვარებულმა) შენი სახელი დაარქვა კომპიუტერების გამანადგურებელ ვირუსს. ერთი სიტყვით, ქალი – კატასტროფა ხარ, ტაიფუნს და ტორნადოს ტყუილად როდი ჰქვიათ ქალის სახელები. ვინ არის დამნაშავე?


imageბედი ტიალი?
სპეციალურმა ფსიქოლოგიურმა გამოკვლევებმა დაამტკიცა: არიან ადამიანები, რომლებსაც სხვებთან შედარებით უფრო ხშირად არ უმართლებთ და ისინი გამუდმებით მიდრეკილნი არიან უიღბლობისა და იმედგაცრუებისაკენ. თითქოს ასეთ ადამიანებს თან სდევთ უბედურების ჯაჭვი. მაინც ვინ არიან ისინი? ვინ და – ვისაც ძალზე იშვიათად, მიკროსკოპული დოზით ხვდება წარმატება, რომელსაც იღბალი გამუდმებით ემალება. ესენი ის ადამიანები არიან, ვისაც ყველაფერი ხელიდან უვარდებათ, არაფერი არ გამოსდით.
დებულება „მე უიღბლო ვარ” ჯერ კიდევ ბავშვობაში ყალიბდება, უმეტესწილად მშობლების წყალობით, რომლებიც კეთილი განზრახვით მოქმედებენ. დედა და მამა ბავშვს ასწავლიან: „შეეცადე, უკეთ გააკეთო!” – პატარა კი ამას ისე აღიქვამს, როგორც მტკიცებულებას, რომ ყველაფერს ცუდად აკეთებს. გამუდმებული ფიქრი იმაზე, რომ „მე ყველაფერს არასწორად ვაკეთებ”, გააზრებულ სახეს იღებს და ამის საფუძველზე ბავშვი ადგენს ცხოვრებისეულ გეგმა-სცენარს. ამასთან, სცენარის საწყისი ვარიანტი უკვე 5 წლის ასაკში აქვთ მზად.


imageმოზარდობის პერიოდში ამ სცენარის დახვეწა ხდება. იგი წვრილმანებს ცვლის. ბავშვობაში გავავისებული წარმოდგენა უიღბლობაზე კი ძირითად ცხოვრებისეულ გეგმად რჩება. და რა შეუძლია დაგეგმოს ჩამოყალიბებულმა უიღბლომ? რა თქმა უნდა, მხოლოდ უსიამოვნებები და იმედგაცრუებები. „რა აზრი აქვს ბავშვობის ასე დაწვრილებით გახსენებას?” – იკითხავ შენ. ის აზრი აქვს, რომ უნდა იცოდე: შენი მორიგი წარუმატებლობა წინა ცხოვრებიდან გადმოყოლილი შენი მძიმე კარმა ან მოშურნეთა ბოროტი თვალი კი არა, ბავშვური შიშის შედეგია.


უსიამოვნების მოლოდინში
ქალი, რომელიც ორიენტირებულია დამარცხებასა და უსიამოვნებაზე, თავადვე ქმნის ასეთ სიტუაციებს, რითაც ამართლებს თავის ცხოვრებისეულ ხედვას. იგი გამუდმებით დაძაბულია, ნერვიულობს, შიში იპყრობს და გამუდმებით ცუდის მოლოდინშია. განგაში – მისი მუდმივი მეგზურია. თითქოს რატომ უნდა გეშინოდეს იმის, რაც არ მომხდარა? მაგრამ სწორედ უსიამოვნების მოლოდინი და მათი წარმოქმნა აძლევს საშუალებას, შვებით ამოისუნთქოს და წამოიძახოს: „აი, მე ხომ ველოდი, რომ ეს უნდა მომხდარიყო. ხედავთ, როგორი უიღბლო ვარ!” ამის შემდეგ, ბუნებრივია, აღარა აქვს აზრი ბრძოლას – რას იზამ, ბედია! ამასთან, უიღბლო ქალს აქვს გასაოცარი უნარი, არ შეამჩნიოს და იგნორირება გაუკეთოს საკუთარ გაარჯვებებსა და წარმატებებს იმდენად, რამდენადაც ისინი არ შეესაბამება მის ჩვეულ წარმოდგენას საკუთარ თავზე.



imageდედოფლური წარუმატებლობები
თუმცაღა, ყველა ქალი-კატასტროფა როდია წყნარ, დაკომპლექსებულ უიღბლოდ მიჩნეული. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ თავდაჯერებული ქალის შთაბეჭდილებასაც ტოვებს, რომლებსაც ბავშვობიდან არანაირი საზრუნავი არ გადმოყოლიათ. პირიქით, ისინი ახერხებენ საქვეყნო აღიარებისა და სიყვარულის მოპოვებას და ზემოდან დაჰყურებენ ჩვეულებრივ მოკვდავთ. სწორედ რომ ნამდვილი დედოფლებივით უჭირავთ თავი! თუმცაღა, ეს ხელს არ უშლით, ყოვლისშემძლე უსიამოვნებებში გაეხვიონ. ამასთან, კლასიკურ უიღბლოთაგან განსხვავებით, არა შემთხვევით და უანგაროდ.


ქალი – ქარიშხალი
გატეხილი მინების ხმაური ამ ქალბატონსაც თან სდევს, იგი ოთახში შესვლისთვანავე რახარუხს აყენებს სკამებსა და ქაღალდების შეკვრას. ყველაფერი ხელიდან უვარდება: ჯამ-ჭურჭლით დაწყებული, ფაილ-დირექტორებით დამთავრებული. თავად იგი ამ კატასტროფებს უფრო რომანტიკულ ელფერს აძლევს: „მე ასეთი მოულოდნელობებით აღსავსე ვარ!” სინამდვილეში, იგი საოცრად არაორგანიზებულია და აქვს ჩვევა, 100 საქმეს ერთად შეეჭიდოს, რომლის ნახევართანაც არანაირი შეხება არა აქვს. თუმცაღა, თავად არაფრით გამოტყდება ამაში და ძალიანაც განაწყენდება, თუ ურჩევენ, რომ თავისი მოქმედებების და შესაძლებლობების არეალს გადახედოს. „გინდათ, ყველაზე საინტერესოს ჩამომაშოროთ არა? არაფერი გამოგივათ!” – მყისვე მოგაძახებთ და „მშვიდად” გააგრძელებს თავის დამანგრეველ მოღვაწეობას.


შეამოწმე თავი


აღნიშნე ყველა მოსაზრება, რომელსაც მთლიანად ეთანხმები, დათვალე პლიუსები და მინუსები. გაითვალისწინე, რომ ერთი პლიუსი ერთ მინუსს აბათილებს.


1. მიგაჩნია, რომ კატასტროფაა...
ა) ასთაკვის სალათა ხალიჩაზე ესხმევა – სასალათე ტყდება, გული კი ნაფლეთებად იქცევა (–)
ბ) საყვარელი სერიალის 256-ე სერია ხვალისთვიimage
ს გადაიტანეს (–)
გ) დედამთილი არდადეგებზე ჩამოდის შენთან (–)
დ) გიჭირს პასუხის გაცემა (+)
2. როგორ უმკლავდები კატასტროფებს?
ა) ტირი და შოკოლადს შეექცევი (–)
ბ) ღრმად სუნთქავ სპეციალური მეთოდის შესაბამისად, რომელიც წლის წინ ამოიკითხე ჟურნალში (+)
გ) მატარებლების განრიგს ეცნობი (+)
დ) ხალიჩაზე დაღვრილი სალათისგან აკეთებ ინსტალაციას „ასთაკვის მეორე ცხოვრება” (სასალათის ნატეხებისგან – მოზაიკას, გულის ნაფლეთებისგან – ლექსს) (+)
image3. შენმა რჩეულმა სხვაზე გაგცვალა. პირველი რეაქცია:
ა) „რატომ ვარ ასეთი უბედური”?! (–)
ბ) „ოჰ, ნოუთბუქის წაღება დაავიწყდა!” (+)
გ) „ბოლოსდაბოლოს, შემიძლია სუფთა სინდისით შევხვდე გიოს!” (+)
დ) „აი, ახლა კი დავამთავრებ სადიპლომო ნაშრომს” (+)
4. თვითმფრინავზე დაგაგვიანდა, პარიზში იგი უშენოდ გაფრინდა...
ა) თმებს იგლეჯ და რომს ყიდულობ (–)
ბ) ხევს საფრანგეთის ბილეთს და ლონდონში მიემგზავრები, გზაში კი ესპანურ ენას სწავლობ (+)
გ) შენ თვითონაც არ იცი, საით მიფრინავ (+)
დ) ნაცნობებს ეძებ, რომ ეს კურიოზი მოუყვე (+)


შეაჯამე შედეგები:
თუ ტირი გატეხილი სასალათის გამო შენს დედამთილთან ერთად მთელი არდადეგების განმავლობაში და შედეგად მინუსი გაქვს (ან რამდენიმე მინუსი), ნამდვილი კატასტროფების დედოფალი ხარ.


image

image

image




0
76
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0