x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
"ვაჟა მანიას თემა სხვა რამეა" - გურამ ოდიშარია ნანუკა ჟორჟოლიანს პასუხობს

ოდიშარიაკულტურის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია დღეს ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტს გამოეხმაურა. ტელეწამყვანმა ასეთი პოსტი მიუძღვნა სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრის პოსტზე მიხეილ გიორგაძის კანდიდატურის წარდგენას: "კულტურის სამინისტროში დაგეგმილი ცვლილებები სავარაუდოდ აღარ დატოვებს ვაჟა მანიას დაუფინანსებელს, იმიტომ რომ მიშასაც და კახასაც კარგად ესმით მანიას ფასი, დააფინანსებენ არა დანესტილ პროექტებს არამედ გააჯაზებენ ბოლომდე:) არ დაჭირდებათ იმის ახსნა რა ღირებულება აქვს, რასაც უშიკიშვილი აკეთებდა, ან იმის რომ ნიკა რაჭველი მოვლენაა და უნდა მოვუაროთ და არა პირიქით! სამინისტრო ნამდვილად კულტურული გახდება და სელფად არ აქცევენ კომუნისტურ საპირფარეშოს! მოკლედ მაგარი ამბავია რა!"


ნანუკა ჟორჟოლიანის ამ მოსაზრებას გამოეხმაურა თავად ოდიშარია.

"ძვირფასო ნანუკა, რა კარგია, საფეისბუკო დრო რომ გამიჩნდა, მართალია, მცირე, მაგრამ მაინც. ახალი კულტურის მინისტრი მართლაც ახალი ენერგიაა და მე მას წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.ვისაუბრეთ გუშინ. კარგად ვისაუბრეთ.
ვერ დავიჯერებ, ნიკას თქვენთან ეჩივლა - გურამი ხელს მიშლისო, ყველაფერი სულაც პირიქით იყო. ვაჟა მანიას თემა სხვა რამეა, ეს დიდ დროს მოითხოვს. ერთ დღესაც მოგახსენებთ.
თქვენი პოსტის ბოლოს წინა წინადადება რომ წავიკითხე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან ადვილია ნებისმიერ ადამიანზე ისეთი სტერეოტიპის შექმნა, რომელიც მომავალში შესაძლოა, შავი პიარის ნაწილადაც იქცეს. ჩვენ ისედაც სტერეოტიპების ოკეანეში ვტივტივებთ ხოლმე...არ არის ეგ კარგი საქმე, ნანუკა, სიძულვილსა და გაურკვევლობას კვებავს.
თავს არ შეგაწყენთ, სიკეთესა და წარმატებებს გისურვებ, თანაგრძნობა და ადამიანთა სიყვარული არ მოგკლებოდეთ. გულწრფელად გეუბნებით - ყოველთვის მიგულეთ მეგობრად" -
დაწერა კულტურის უკვე ყოფილმა მინისტრმა.


0
42
3-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0