x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135724
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510098
სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა და ტვინის გამოფიტვა

ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ შაქარს უარყოფითი შედეგები მოაქვს კბილებისთვის. მაგრამ ახალი კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ის ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მეხსიერებასა და დასწავლაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ადამიანებს, რომლებიც ჯანმრთელები არიან, მაგრამ სისხლში შაქრის შემცველობა მაღალი აქვთ, მეტი ალბათობით ექნებათ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები. კვლევაში მონაწილეობდნენ ინდივიდები, რომელთაც არ ჰქონდათ დიაბეტი ან ქრონიკულად მაღალი შაქრის შემცველობა სისხლში. კვლევიდან ასევე გამოირიცხნენ ის ადამიანები, რომლებთან ჭარბი წონა ჰქონდათ ან იყვნენ ალკოჰოლზე დამოკიდებულნი. მეცნიერებმა კვლევისთვის გამოიყენეს ორი მეთოდი: მეხსიერების ტესტი და კვლევაში მონაწილეთა ტვინის სკანირებული შედეგები, რომელიც ყურადღებას წარმართავდა ჰიპოკამპუსზე, სტრუქტურაზე, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს ინფორმაციის მეხსიერებად გარდაქმნაში. ძირითადი მეხსიერების ტესტი მოიცავდა სიტყვათა სიას, რომლებიც უნდა დაემახსოვრებინათ ცდის პირებს და 30 წუთის შემდეგ შეძლებისდაგვარად გაეხსენებინათ, აღედგინათ. შედეგებმა აჩვენა, რომ რაც უფრო დაბალია სისხლში შაქრის რაოდენობა, მით მეტი სიტყვის დამახსოვრებაა შესაძლებელი და ამასთანავე ჰიპოკამპუსი უფრო დიდია, რაც ნიშნავს, რომ მეხსიერება უკეთეს მდგომარეობაშია.
ეს კვლევა არ იყო პირველი, რომელიც შაქრის ოდენობას ტვინის სტრუქტურებთან აკავშირებდა. არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც ტიპი 2 დიაბეტის მქონდე ინდივიდები და ისინი, ვინც დიდი რაოდენობით იღებენ გლუკოზას, მაღალი ალბათობით დაავადდებიან ალცჰაიმერითა და დემენციით. კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ შაქარს ტოქსიკური ეფექტი აქვს ტვინზე, განსაკუთრებით კი იმ აგდილებზე, რომლებიც მეხსიერების ცენტრს წარმოადგენენ.

0
67
შეფასება არ არის
ავტორი:ირინა მჭედლიძე
ირინა მჭედლიძე
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0