x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137365
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511340
ოჯახის მზრუნველობას მოკლებული ბავშვები

ოჯახს ძალიან დიდი როლი აკისრია ბავშვის ნორმალურ პიროვნებად ფორმირების პროცესში.ოჯახი არის სოციალიზაციის პირველი აგენტი, სადაც ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა ხდება.ოჯახის მეშვეობით ბავშვს გადაეცემა ის ტრადიციები, კულტურა, ზნე-ჩვეულებები და სხვადასხვა სოციალური უნარები, რომლებიც ხელს უწყობენ სოციუმისადმი ადაპტირებასა და საზოგადებაში წარმატებულ ფუნქციონირებას.იმ ბავშვებს, რომლებსაც ოჯახი უზრუნველყოფს შესაბამისი მხარდაჭერით, შესაძლებლობა აქვთ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვითარდნენ სწორი მიმართულებით.თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ბავშვი ვერ იღებს ოჯახისგან შესაბამის მზრუნველობას სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგ:სოღარიბე, განათლების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, შეზღუდული შესაძლებლობები და ა.შ, რაც განაპირობებს მზრუნბელობას მოკლებული ბავშვების არსებობას ქვეყანაში.

მზრუნველობას მოკლებული ბავშვების უმრავლესობა არ არიან ობოლნი.საქართველოში, სიღარიბე არის ის ძირითადი ფაქტორი, რომელიც აიძულებს ოჯახს რომ ბავშვი ინტერნატში მოათავსონ.ხშირ შემთხვევაში ოჯახს არ შესწევს უნარი იზრუნოს ბავშვებზე, ვერ უზრუნველყოფს მათ ადეკვატური საარსებო და განვითარების პირობებით.ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახს განცალკევებული ყველა ბავშვის უფლებაა მიიღოს სათანადო მხარდაჭერა და მზრუნველობა სახელმწიფოსაგან.უნდა გატარდეს შესაბამისი რეფორმები, რათა ბავშვებმა თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად და არ აღმოჩნდნენ გარიყულნი.ბავშვთა უფლებათა კონვენციის მეოცე მუხლის თანახმად:"ბავშვი, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია ოჯახურ გარემოს, არ შეიძლება დარჩეს ასეთ გარემოში, უფლება აქვს სახელმწიფოს განსაკუთრებული მზრუნველობითა და მხარდაჭერით სარგებლობდეს."დიდი ზომის დაწესებულებები ყველაზე ნაკლებადაა აღიარებული საერთაშორისო დონეზე.ალტერნატივები კი გულისხმობს მცირე ტიპის ბავშვთა სახლებსა და მინდობით აღზრდას.

გასულ წლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მოაღწია ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის თვალსაზრისით.გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დეინსტიტუციონალიზაციის ძლიერ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ამუშავდა მინდობით აღზრდის სისტემა და შეიქმნა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები.ამასთან, აუცილებელია გაგრძელდეს ამ კუთხით რეფორმები, რადგან ჯერ კიდევ სრულად ვერ ხერხდება ოჯახის მზრუნველობას მოკლებული ბავშვთა პრობლემების აღმოფხვრა.აუცილებელია კიდევ უფრო გაძლიერდეს ბავშვის ოჯახისგან განცალკევების პრევენციისათვის გამიზნული მომსახურეობა და მოხდეს მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ბავშვს საკუთარი ოჯახის მზრუნველობით მიეცეს ადეკვატური განვითარების და ფუნქციონირების საშუალება.მართალია არ არის ადვილი, მაგრამ სახელმწიფომ და საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს ასეთ ბავშვებს, რათა შეძლონ შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.

0
306
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ანა ქოჩიაშვილი
ანა ქოჩიაშვილი
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0