იმერეთი ქუთაისში ფეხით მოსიარულე ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა 2014, 24 ივლისი, 3:06 ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ბავშვს ფორდის მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა. სასწრაფო დახმარების მანქანით მცირეწლოვანი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ტატო კუჭავას თქმით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 630 1-ს მოსწონს
|