x
image
ვიზა კოხაძე
რამდენიმე დასახელების საუკეთესო და დაუვიწყარი გემოს ყველი,რომელთა გასინჯვა სიამოვნებას მოგანიჭებთ ( + ბევრი ფოტო )
image"ქართული სუფრის აკადემიად" წოდებული ჩვენი სუფრისგან განსხვავებით ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა ყველს ისევე დელიკატესად მიიჩნევს, როგორც მაგალითად ღვინოს ან სიძველით განთქმულ კონიაკს. აქ კი ყველს ჩვეულებრივ ნებისმიერ საკვებზე მისაყოლებლად თვლიან. თუ რა მნიშვნელოვანია ყველი ადამიანისათვის და რას წარმოადგენს მისი მირთმევა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამის შესახებ საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ ევროპელები და მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო ყველის რამდენიმე სახეობს გვთავაზობენ.მსოფლიოში უამრავი კერძი და პროდუქტი არსებობს, რომელიც ნამდვილად ღირს გასასინჯად. ამჯერად სტატიაში მსოფლიო წარმოების 10 საუკეთესო ყველს შემოგთავაზებთ, რომლებიც სამყაროს სხვადასხვა ქვეყნებშია დამზადებული და მათ შორის საქართველოშიც.

1 ) - მასკარპონე "MAскарпоне" იტალიური ნაღების ყველი, მაღალი გემოვნებით, რომლის 100 გრამი 453 კილოკალორიას შეიცავს.image

2 ) - პარმეზანი, ცხარე გემოთი. ძირითადად მას მიირთმევენ ხილთან და კაკალთან ერთად, რომლის 100 გრამი 392 კილოკალორიას შეიცავს.image

image


3) - მოცარელა, დამზადებული კამეჩის რძისგან, რომელიც ზეითუნის ზეთის, რეჰანი, პომიდვრისა და შავი წიწაკისაგან რძესთან ერთად ზავდება, რომლის 100 გრამი 252 კილოკალორიას შეიცავს.image

4 ) - დორბლიუ, გერმანული წარმოების ლურჯი ყველი, რომლის ჭამა ყურძენთან და კაკალთან ერთად სამუდამო გემოს დაგიტოვებთ პირში. მისი 100 გრამი 354 კილოკალორიას შეიცავს.image

5 ) - ბრი უძველესი ფრანგული ყველი, რომელსაც სამეფო ყველადაც კი მოიხსენიებენ და რომლის 100 გრამი 330 კილოკალორიას შეიცავს.image

6 ) - კამბოცოლა, გერმანული ძროხის ყველი, რომელიც დაუვიწყარ გემოს ტოვებს ნესვთან, ყურძენთან და მსხალთან ერთად მირთმევისას და რომლის 100 გრამი 472 კილოკალორიას შეიცავს.image

7 ) - კამამბერი ძროხის რძისგან დამზადებული ყველი ოდნავ ნაკლები ცხიმით, რომლის 100 გრამი 300 კილოკალორიას შეიცავს.image

8 ) - ტეტ დე მუანი, ექსკლუზიური შვეიცარიული ყველი, რომელსაც ზაფხულში ამზადებენ და ძლებს სამი თვის განმავლობაში. მისი 100 გრამი 420 კილოკალორიას შეადგენს.image

9 ) - როკფორი, ცნობილი ფრანგული ყველი, რომელის ღვინოსტან უგემრიელესია და მისი 100 გრამი 310 კილოკალორიას შეიცავს.image

10 ) - განსაკუთრებული გემოს ქართული ძროხის ყველი, რომელიც საუკუნეების ისტორიას ითვლის და რომელიც ძირითადად სახლის პირობებში მზადდება.image

1
344
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
344
  
2014, 25 ივლისი, 18:36
ყველაზე მაგარია მეგრული , შებოლილი სულგუნი ოღონდ არა თბილისში ნაყიდი :)
0 1 1