სასარგებლო პროდუქტები ეგზოტიკური ხილი, რომელიც 13 დაავადებას კურნავს 2013, 26 ოქტომბერი, 19:46 სტატიაში მოგითხრობთ, თუ რა სასარგებლო და სამკურნალო თვისებები გააჩნია ამ ეგზოტიკურ ხილს ადამიანისათვის.ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი ბროწეული, როგორც მკურნალობის ერთ - ერთი ეფექტური საშუალება, რომელიც 13 დაავადებას კურნავს.ჰიპოკრატე აქტიურად იყენებდა მას სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.ბროწეული გამოიყენება დიზენტერიის, მაღალი ტემპერატურის“ ყელის დაავადებების, ინფექციური დაავადების, ჰეპატიტის, კეთილთვისებიანი სიმსივნის, ანემიის, არითმიის, სტენოკარდიული შეტევისა თუ სხვადასხვა დააავადებების სამკურნალოდ, თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება არც არის სასურველი, რადგან მას უკუჩვენებაც აქვს. რას შეიცავს ეს ეგზოტიკური ხილი? უნიკალური თვისებების ხილი თავისი უნიკალური ქიმიური სტრუქტურით შეიცავს: ცელულოზას, ფრუქტოზას, გლუკოზას, ორგანულ მჟავებს, ტანინებს, ც ვიტამინს, ლიმონმჟავას, თუმცა როგორც ბევრი სხვა პროდუქტი, ბროწეულით მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს, თუ რა ოდენობით უნდა იქნას მიღებული ხილი. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ბროწეულის კანი, რომელიც ალკანოიდებს შეიცავს.განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს მისი გამოყენება, რომლის მიღებამ შესაძლოა სისხლდენა ან კოლიტი, შეიძლება ღებინება, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა ან სისუსტე გამოიწვიოს. შოტლანდიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბროწეული ზრდის ჰემოგლობინს და აძლიერებს იმუნიტეტს, აგრეთვე ზრდის თავის ტვინის აქტივობას. მათივე რჩევით, ამ ეგზოტიკური ხილის მიღება დიდი რაოდენობით არ შეიძლება. 1314 13-ს მოსწონს 1-ს არა
|