ტკბილეული საზაფხულო დესერტი 2014, 22 ივლისი, 22:32 ინგრედიენტები:
● საზამთრო (უმჯობესია მოზრდილი) - 1 ცალი
● წყალი, წვენი ან რაიმე ალკოჰოლური - საჭიროებისამებრ
● ჟელატინი - 50 გ.
მომზადება: გავჭრათ საზამთრო შუაზე და მთლიანად ამოვაცალოთ გული. ამოცლილი გული დავსრისოთ, დავუმატოთ წყალი ან წვენი (მე, პირადად, მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელს გირჩევდით) და კარგად ამოვურიოთ. ბოლოს დავუმატოთ ჟელატინი და ჩავასხათ გულამოცლილ საზამთროში. უმჯობესი იქნება, თუ მაცივარში შევდგამთ და დაველოდებით ჟელატინის გამაგრებას, რის შემდეგადაც შეგიძლიათ და ჭრათ და... გემრიელად მიირთვით 433 6-ს მოსწონს
|