ტკბილეული უგემრიელესი ნამცხვრის მომზადება 5 წუთში 2013, 25 სექტემბერი, 8:18 მინდა შემოგთავაზოთ შოკოლადის შვრიის ნამცხვრის რეცეპტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება. იგი დიეტური და ძალზე სასარგებლოა.
ინგრედიენტები: *შვრიის ღერღილი - 1/2 ჭიქა *შოკოლადი (უმჯობესია შავი) - 1/4 ჭიქა *ბანანი - 1 ცალი *გოგრის თესლი - 1 სუფრის კოვზი *ვანილი - 1 ჩაის კოვზი *კაკაოს ფხვნილი - 1 ჩაის კოვზი მომზადება: მიკროტალღურ ღუმელში დავადნოთ შოკოლადი (40-60 წამი) და დავუმატოთ დარბილებული ბანანი. დანარჩენი კომპონენტები ავურიოთ ცალკე თასში, შემდეგ მოვასხათ დამდნარი შოკოლადი და კარგად ამორევის შემდეგ თითო სუფრის კოვზის ტოლ ნამცხვრებად დავალაგოთ. ნამცხვარი შეგიძლიათ მაშინვე მიირთვათ, მაგრამ უკეთესი იქნება 1 საათით მაცივარში შედგათ და ამის შემდეგ... გემრიელად მიირთვით 1382 10-ს მოსწონს
|