x
image
მანჩო 777
ყველაზე მოქნილი გოგონა დედამიწაზე-იულია გიუნტელი (+უამრავი ფოტო და საინტერესო ვიდეო)
27 წლის იულია გიუნტელი, რომელსაც უფრო კარგად იცნობენ მეტსახელით- ზლატა, მიჩნეულია მსოფლიოში ყველაზე მოქნილ გოგონად.


image


გოგონა წარმოშობით რუსეთიდანაა, ნაბერეჟნიე ჩელნიდან და ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში-ის პროფესიონალი მსახიობია "კაუჩუკის" ჟანრში. ფენომენალური პლასტიკურობის წყალობით ზლატას შეუძლია სხეულს მისცეს ადამიანისათვის სავსებით უცნაური და წარმოუდგენელი ფორმა.


imageimage



მისი უნიკალური შესაძლებლოებები ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში გახდა ცნობილი, ხოლო 6 წლის იულია უკვე ცირკის დასის წევრი იყო. როცა ის 16 წლის გახდა, მშობლებთან ერთად ლაიფციგში გადავიდა საცხოვრებლად.


imageimage


2012 წელს სატელევიზიო არხმა «Discovery Channel» ზლატას მიანიჭა ტიტული "ყველაზე მოქნილი ქალი მსოფლიოში".


image
image


გარდა ამისა, გოგონა არის უამრავი სხვადასხვა რეკორდის მფლობელი ამ სფეროში. მას აქვს იშვიათი თანდაყოლილი ნიჭი-მისი ხერხემალი და საერთოდ, ძვლოვანი სისტემა საოცრად ელასტიურია, რაც ზლატას აძლევს საშულებას მიიღოს უცნაური პოზები.


imageimage


ყოველდღე გოგონა თავისი ნომრების დასახვეწად 3 საათს ვარჯიშობს, მას ერთ პოზაში შეუძლია 5 წუთი გაჩერდეს.

"მე არანაირ დიეტას არ ვიცავ, მაგრამ გამუდმებით ვვარჯიშობ, რომ ძვლებმა ელასტიურობა რა დაკარგოს", -ამბობს ზლატა.


imageimage


175 სანტიმეტრი სიმაღლის იულიას შეუძლია თავისუფლად მოთავსდეს სამგზავრო ჩემოდანში.


image

image

2012 წელს იულია გიუნტელი შეიტანეს გინესის რეკორდების წიგნში-მან, იმყოფებოდა რა ეგრეთწოდებულ "ხიდის" პოზაში, 12 წამში გახეთქა 3 საჰაერო ბუშტი, რომლებიც მის წელთან იყო მოთავსებული.


image

image

"მაყურებელს ეს ყველაფერი ძალიან ადვილი ჰგონია, -ამბობს იულია, -გამოვედი, ვაჩვენე ათწუთიანი ნომერი და წავედი, მაგრამ მე თითოეული ამ ნომრისათვის საათობით ვარჯიში მჭირდება".


imageimage


ამჟამად იულია მსახიობის ოსტატობის შესწავლითაა დაკავებული, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს დაიპყროს ჰოლივუდი. ის უკვე გადაიღეს ერთ ფილმში პატარა როლზე.


imageimage


იულია უკვე 11 წელია გათხოვილია და მის ოჯახში 8 წლის ვაჟი ლეონი იზრდება.



0
90
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0