საზოგადოება ყველაზე მოქნილი გოგონა დედამიწაზე-იულია გიუნტელი (+უამრავი ფოტო და საინტერესო ვიდეო) 2014, 21 ივლისი, 13:22 27 წლის იულია გიუნტელი, რომელსაც უფრო კარგად იცნობენ მეტსახელით- ზლატა, მიჩნეულია მსოფლიოში ყველაზე მოქნილ გოგონად.
გოგონა წარმოშობით რუსეთიდანაა, ნაბერეჟნიე ჩელნიდან და ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში-ის პროფესიონალი მსახიობია "კაუჩუკის" ჟანრში. ფენომენალური პლასტიკურობის წყალობით ზლატას შეუძლია სხეულს მისცეს ადამიანისათვის სავსებით უცნაური და წარმოუდგენელი ფორმა. მისი უნიკალური შესაძლებლოებები ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში გახდა ცნობილი, ხოლო 6 წლის იულია უკვე ცირკის დასის წევრი იყო. როცა ის 16 წლის გახდა, მშობლებთან ერთად ლაიფციგში გადავიდა საცხოვრებლად. 2012 წელს სატელევიზიო არხმა «Discovery Channel» ზლატას მიანიჭა ტიტული "ყველაზე მოქნილი ქალი მსოფლიოში". გარდა ამისა, გოგონა არის უამრავი სხვადასხვა რეკორდის მფლობელი ამ სფეროში. მას აქვს იშვიათი თანდაყოლილი ნიჭი-მისი ხერხემალი და საერთოდ, ძვლოვანი სისტემა საოცრად ელასტიურია, რაც ზლატას აძლევს საშულებას მიიღოს უცნაური პოზები. ყოველდღე გოგონა თავისი ნომრების დასახვეწად 3 საათს ვარჯიშობს, მას ერთ პოზაში შეუძლია 5 წუთი გაჩერდეს. "მე არანაირ დიეტას არ ვიცავ, მაგრამ გამუდმებით ვვარჯიშობ, რომ ძვლებმა ელასტიურობა რა დაკარგოს", -ამბობს ზლატა. 175 სანტიმეტრი სიმაღლის იულიას შეუძლია თავისუფლად მოთავსდეს სამგზავრო ჩემოდანში. 2012 წელს იულია გიუნტელი შეიტანეს გინესის რეკორდების წიგნში-მან, იმყოფებოდა რა ეგრეთწოდებულ "ხიდის" პოზაში, 12 წამში გახეთქა 3 საჰაერო ბუშტი, რომლებიც მის წელთან იყო მოთავსებული. "მაყურებელს ეს ყველაფერი ძალიან ადვილი ჰგონია, -ამბობს იულია, -გამოვედი, ვაჩვენე ათწუთიანი ნომერი და წავედი, მაგრამ მე თითოეული ამ ნომრისათვის საათობით ვარჯიში მჭირდება". ამჟამად იულია მსახიობის ოსტატობის შესწავლითაა დაკავებული, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს დაიპყროს ჰოლივუდი. ის უკვე გადაიღეს ერთ ფილმში პატარა როლზე. იულია უკვე 11 წელია გათხოვილია და მის ოჯახში 8 წლის ვაჟი ლეონი იზრდება. 91 5-ს მოსწონს
|