x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"პუტინს უკანასკნელი შანსი აქვს, რათა აჩვენოს მსოფლიოს, რომ დახმარება სურს"

image
მალაიზიის ავიალაინერის კატასტროფის შემდეგ ნიდერლანდების ხელისუფლება რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს. დღეს, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება ტრაგედიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი " შავი ყუთის" მიმართ არის მიპყრობილი, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთის პრეზიდენტს დახმარებისკენ, რაც გამოიხატება შემდეგში: ნიდერლანდების ქვეყნის პრემიერ - მინისტრმა მარკ რიუტემ სატელეფონო საუბარი აწარმოვა ვლადიმერ პუტინთან და საუბრისას მოუწოდა მას, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ბოინგის ჩამოვარდნის მიზეზების ოპერატიულ გამოკვლევას. მოგეხსენებათ, მგზავრთა უმეტესობა ჰოლანდიის მოქალაქე იყო.რა განაცხადა მან პრესასთან საუბრისას: - " მე მას ვუთხარი, რომ უკანასკნელი შანსი აქვს, რათა აჩვენოს მსოფლიოს, რომ დახმარება სურს".

პრესასთან მიცემულ ინტერვიუში პრემიერ - მინისტრი მარკ რიუტე შეშფოთებას ვერ მალავს და შოკირებულია იმ პრორუსული სეპარატისტების უსინდისო საქციელით, რასაც ისინი გამოხატავენ ამ დღეებში. მისი თქმით, ამაზრზენია მათი ქცევა, როდესაც ისინი უსინდისოდ ტრაგედიის ადგილზე ფოტოებს იღებენ ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ნივთების ფონზე.image

ქვეყნის პრემიერ - მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანს ტიმერმანთან ერთად განუწყვეტლივ აწვდიან საკუთარ მოსახლეობას ავიაკატასტროფის ადგილზე მიმდინარე მოვლენებს და თანამოქალაქეებთან ერთად გაბრაზებას და აღშფოთებას არ მალავენ რუსეთის მისამართით.- "ხალხი გაბრაზებულია და მოგიწოდებთ მოგვცეთ შესაძლებლობა, რათა მოვახერხოთ ღირსეულად გავაცილოთ ჩვენი თანამემამულეები უკანასკნელ გზაზე".image
მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელი ექსპერტები და საერთაშორისო დამკვირვებლები ტრაგედიიდან რამდენიმე საათში ადგილზე იმყოფებოდნენ, პარასკევს იქ ჩასულ დამკვირვებელთა ჯგუფს შეიარაღებული პერსონალი ხელს უშლიდა, რაც გამოიხატებოდა არაპროფესიონალურ და უზრდელურ ქცევებში.

0
40
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0