x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
განგაში უკრაინის დედაქალაქში - რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან
image


ყველაზე ცხელ წერტილად ისევ კიევი რჩება - რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მანქანები გაიტაცეს, რომლითაც კიევისკენ მიემართებიან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს.

სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთის გეგმაა უკრაინის დედაქალაქზე კონტროლი დღესვე აიღოს. მათივე ცნობით, რუსეთმა ილ 76 18 თვითმფრინავი კიევის მიმართულებით უკვე გაუშვა.

დილიდან კიევისკენ მიემართება რუსული ჯავშან-ტექნიკაც. ისინი სოფელ ივანკოვთან გაჩერდნენ, სადაც უკრაინელებმა დედაქალქშ შესასვლელი ხიდი ააფეთქეს, რათა მტერმა იქ შესვლა ვერ შეძლოს.


კიევში განგაშის სიგნალი უკვე გამოცხადებულია. უკრაინის მთავრობა მოქალაქეებს თავშესაფარში წასვლისკენ მოუწოდებს. ადგილობრივები თავს მეტროპოლიტენებს აფარებენ.

ამ ფონზე უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს მოუწოდებს გონს მოეგონ, რადგან მხოლოდ სანქციების დაწესება სიტუაციის ესკალაციისთვის საკმარისი არ არის. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ ომში უკრაინა ახლა მარტო დარჩა.

0
1623
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
1623
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0