x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ლავროვმა უკრაინაში შეჭრის საბოლოო მიზანი დაასახელა და დააანონსა ომის მორიგი ფაზა
image

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთი არ შეცვლის უკრაინაში რეჟიმს და არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის "სპეცოპერაციის" შემდეგი ეტაპი იწყება. ის დარწმუნებულია, რომ "ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი". ლავროვმა საკუთარი აზრი India Today-თან ინტერვიუში გამოთქვა. მან აღნიშნა, რომ საბოლოო მიზანი, რაც უკრაინაში ხდება, არის დონეცკის და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების გათავისუფლება.


ამასთან, რუსეთი, მისი თქმით, არ აპირებს უკრაინაში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლას; უკრაინელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ „როგორ უნდათ ცხოვრება“. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ მოსკოვს სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ ეღიარებინა დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ამ ტერიტორიებზე ატეხილი სროლების შემდეგ.



თავად უკრაინა, მისი თქმით, გახდა „ნატოს პლაცდარმი“, თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს. "მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღი", - თქვა ლავროვმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არც კი განიხილავს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას.


უკრაინაში "სპეცოპერაციის" დაწყების მიზეზად ლავროვმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნების თვითკმაყოფილება დაასახელა.


”ჩვენი დასავლელი კოლეგები შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით საკუთარ თავს გამარჯვებულებს უწოდებდნენ და საბჭოთა და რუსეთის ხელმძღვანელობისადმი მიცემული პირობის დარღვევით, "ნატოს" აღმოსავლეთისკენ გაფართოვება დაიწყეს”, - თქვა დიპლომატმა.


ლავროვმა აღნიშნა, რომ "ნატო" დაჟინებით ამტკიცებს, ეს თავის თავდაცვითი ღონისძიებააო, მაგრამ ლავროვის თქმით, ეს მხოლოდ ნატოსა და ვარშავის პაქტის არსებობის დროს იყო აქტუალური.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა მოვლენა, რაც ხდება შეერთებული შტატებისა და დასავლეთის პოლიტიკასთან არის კავშირში, ასევე მათ სურვილთან, იყვნენ მსოფლიოში დომინანტები.

1
1527
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1527
  
2022, 20 აპრილი, 17:19
ვერაფერს იტყვი,მართალი თქვა და უკრაინა ნამდვილად არის ნატოს პლაცდარმი. თუ ჩემი არ გჯერათ,გადახედეთ უკრაინის შეიარაღებას და მიხვდებით. ლავროვის თქმა არაა საჭირო,ისედაც ნათელია. სხვადასხვა ქვეყანა აწვდის იარაღას უკრაინას და ამ ქვეყნებს ერთი აქვთ საერთო,ნატოს წევრები არიან. ეს ომი არის ნატოს და რუსეთს შორის,სადაც უკრაინელები იხოცებიან და იმ კლოუნმა თავისუფლების მარგალიტები ვართო. მონა ხარ შეჩემა,ნატოს ინტერესების გამო ხოცავ საკუთარ ხალხს. აგერ აპატურაიმ გვითხრა,რომ ნატოს კარი ღიააო და რაღაცაც მაიმუნობენ ეს ჩემისები,თუ ღია კარია რატო ვერ შევდივართ?
0 1 1