x
image
კატაპულტი
ექვსი ფეხი,ორი თავი,კუდი (ნაწილი მეორე- ანომალიური ადამიანები)

imageორი სახით მოევლინა ბავშვი მსოფლიოს 2014 წლის მაისში.ახალშობილის მშობლებმა რენე იანგმა და საიმონ ჰოუვიმ თავიანთ შვილებს სახელიც ორიგინალური მოუფიქრეს და რწმენა და იმედი დაარქვეს.ბავშვის დედამ ორსულობის დროსვე იცოდა, რომ ბავშვი ასეთი სახით დაიბადებოდა, თუმცა მისი გაჩენა მაინც მოისურვა.მიუხედავად იმისა, რომ რწმენა და იმედმა მხოლოდ 19 დღე იცოცხლა, მშობლები სწორად მიიჩნევენ თავიანთ გადაწყვეტილებას.


imageორმაგი ორგანოებითა და ორი წყვილი ფეხით დაიბადა ბავშვი 2013 წლის ზაფხულში ბანგკოკში.დუბლირებული გახლდათ ასევე მისი სასქესო ორგანოებიც.ბანგკოკის საავადმყოფომ მშობიარობამდე ჩატარებული ექოსკოპიური გამოკვლევებით ეს ანომალია ვერ დაადგინა.


image“96 წლის სკოლის მოსწავლე"- ამ სახელითაა ცნობილი ჰეილი ოკინსი.ის პროგერიითა დავადებული, რაც ექსტრემალურად სწრაფ დაბერებას გულისხმობს.პროგერია გენეტიკური ავადმყოფობაა.განსაკუთრებული მკურნალობის წყალობით, გოგონა ასე თუ ისე ნორმალურ ცხოვრებას ეწევა.მასზე არაერთი დოკუმენტური ფილმი იქნა გადაღებული.


imageკუდით დაიბადა ინდოელი არშიდ ადი ხანი.ცხოველური სხეულის ნაწილი მას ზურგზე აქვს გამოსული.იმის გამო, რომ იგი რეინკარნაციის ღმერთის ჰანუმანის თაყვანისმცემელია, არშიდი ძალიან ამაყობს მისი კუდით.ეს არის ხერხემლის მცდარი განვითარება, რის გამოც მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომ ინვალიდის ეტლში არ აღმოჩნდეს.

0
164
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0