x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509985
ფობიები


image ფობიები -ეს არის გარკვეულ ვითარებაში წარმოქმნილი კონკრეტული შინაარსის შიში. შიშის გრძნობა ნაცნობია ყველა ადამიანისთის, მაგრამ სულ სხვაა აკვიატებული შიში, რომელიც ადამიანის განუყოფელი ნაწილი ხდება.შიშს ბევრი გარე განი და შინაგანი, თანდაყოლილი თუ შეძენილი ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად, მარტოობა, ავადმყოფობა, დამარცხების მოლოდინი, წარუმატებლობა და სხვა. შიშისთანმხლები განცდებია ძლიერი ნერვიული დაძა ბულობა, გაქცევის სურვილი, ზოგჯერ აგრესიაც კი. ექიმების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებობს ფობიის 250 ფორმა, მეორენი კი მათ რიცხვს 450მდე ზრდიან, მაგრამ რეალურად ფობია შეიძლება იყოს იმდენი რამდენიც ადამიანი, მოვლენა და საგანია ქვეყანაზე. ადამიანი შეიძლება შეპყრობილი იყოს ფობიით, ისე რომ ვერც აცნობიერებდეს ამას. თითქმის ყველა ჩვენგანს ახასიათებს ესა თუ ის ფობია, რომელიც ნაწილობრივ მაინც ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ცნობილია ფობიების 3 ტიპი: უბრალო, სოციალური და აგოროფობიები. ის ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია მხოლოდ ერთი მოვლენის და ობიექტის მიმართ აღმოცენებულ შიშთან ითვლება მარტივ ფობიად. ფობიებიდან ყველაზე გავრცელებული ფორმაა აგოროფობია, ანუ შიში დიდი სივრცეების, ფართობების მიმართ. ამ დაავადებით იყო შეპყრობილი მაგალითად პეტრე პირველი. აგოროფობია დაკავშირებულია ისეთ გამოვლინებებთან, როგორიცაა: პანიკურიშეტევა, არტერიული წნევის მატება, ტაქიკარდია, ოფლიანობა, თავის ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე სოციალური ფობიები, ანუ სხვებთან ურთიერთობის
შიში, რასაც მივყავართ სოციალურ დეზადაპტაციამდე, სოციოფობია თავს იჩენს ადრეულ პერიოდში, მოზარდებში ცნობილია ე.წ სასკოლო ფობიით. როგორც წესი, ასეთი ბავშვები ბეჯითნი, მოწესრიგებულნი,
ჭკვიანნი არიან, მაგრამ აქვთ გაკვეთილის მოყოლის შიში. დისოფობია- შიში გარკვეულ ნივთიერებებთან შეხების. აიხომოფობია- შიში ბასრი საგნების მიმართ. ანდროფობია- შიში მამაკაცების მიმართ.
აუტოფობია-მარტოობის შიში. კრემატოფობია-ფულის შიში, ნეოფობია-შიში ყოველივე ახლის მიმართ. ნიქტოფობია-სიბნელის შიში. ჰემოფობია-სისხლის შიში. თანატოფობია-სიკვდილის შიში. ვენუსტრაფობია-შიში ლამაზი ქალების მიმართ. ფოლობია -სიყვარულის შიში. გამოფობია-ქორწინების შიში. ცატოტროპობია-სარკის შიში და ა.შ.
როგორ გავუმკლავდეთ ფობიებს? როგორ ვმართოთ შიში?განვიხილოთ 10 მეთოდი, რომელთა გამოყენება მიზანშეწონილია შიშის დასაძლევად:

1.შეცვალეთ უარყოფიტი შიშები დადებითით, ეცადეთ გადაერთოთ
სასიამოვნოზე.

2. შეხედეთ შიშს პირდაპირ თვალებში. დავუშვათ თქვენი
ფობიაა ობობა. თავდაპირველად სხვა ადამიანების თანდასწრებით უყურეთ დახატულ ობობას თვალებში. ამის შემდეგ უკვე ეჩვევით მკვდარი ობობის ყურებას, შემდეგ ცოცხლისას, შემდეგ
კი უკვე ხელშიც იჭერთ.

3. შეეცადეთ შეიგრძნოთ პანიკის შეგრძნება, დააჯერეთ
საკუთარი თავი, რომ ასეთი ხასიათის შეტევა თქვენ არაერთხელ გქონიათ, მაგრამ გაგიარათ.

4. იყავით შემწყნარებელი საკუთარი თავის მიმართ, შეაქეთ
საკუთარი თავი, ყოველი წინგადადგმული ნაბიჯისთვის,

5. არ იჩქაროთ, ჩაიტარეთ მკურნალობა დღეში რამდენჯერმე.

6. როდესაც იგრძნობთ, რომ პანიკური შიში გიპყრობთ,
თავი დაიტვირთეთ რამე საქმიანობით, რომელიც გეხმარებათ განტვირთვაში.წაიკითხეთ სასიამოვნო
წიგნი, ესაუბრე საკუთარ თავს ხმამაღლა.

7.შეეცადეთ თქვენი შიში ქულებით განსაზღვროთ 0დან
10მდე. აღმოაჩენთ, რომ შიშის სიმწვავე არ არის მდგრადი, დააფიქსირეთ ის მოქმედებები და ფიქრები, რომლებიც იწვევენ ქულების მომატებას ან დაკლებას.

8. შეეცადეთ გარემოს „ვარდისფერი“ სათვალით უყუროთ.

9. მოერიდეთ კონფლიქტებს და კონფლიქტურ სიტუაციებს.

10. მაქსიმალურად დაწვით ადრენალინი, რომელიც შიშის
შეტევის დროს ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით გამომუშავდება, ნუ ეცდებით მშვიდად ყოფნას,
მოდუნებას, პიქიქით მაქსიმალურად იმოძრავეთ.

0
265
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ჯავახაძე
სალომე ჯავახაძე
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0