სხვა შაკირა მეორე ბავშვს ელოდება 2014, 19 ივლისი, 20:41
იგი ფოტოგრაფებმა სანაპიროზე საცურაო კოსტუმით გამოიჭირეს და პირველ რიგში თვალში მისი წამოზრდილი მუცელი მოხვდათ. მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალზეც ენერგიული მომღერალი თეძოების რხევას ერიდებოდა და სცენაზე მშვიდად მოძრაობდა. შაკირასა და ჟერარის რომანი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მათი პირველი ბავშვი მილანი შარშან დაიბადა. მომღერალმა ხუმრობითაც განაცხადა, რომ მას და ჟერარს სურთ ფეხბურთის გუნდის მშობლები იყვნენ. 48 5-ს მოსწონს
|