სხვა აკრილით შექმნილი ორიგინალური ავეჯი 2012, 21 ნოემბერი, 2:09 ორიგინალური სამზარეულოების, ნიჟარებისა და მაგიდების დამზადება ხელოვნური ქვისგანაა შესაძლებელი. აკრილის ანუ ხელოვნური ქვის დამუშავების ტექნიკა უკვე რამდენიმე წელია საქართველოშიც დაინერგა. მისი საშუალებით ნებისმიერი ფორმის ფერის და ზომის პროდუქციის დამზადებაა შესაძლებელი. ამ ქვისგან დამზადებული ავეჯი თუ სხვა ნივთი არ იკაწრება ადვილად, დაზიანების შემთხვევაში მარტივად შესაძლებელია პირვანდელი სახით აღდგენა. აკრილის მასალით შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის მიღება, ამისთვის მას სათანადო ფორმებად ჭრიან და ღუმელში 170 გრადუსზე აცხელებენ რათა დრეკადი გახდეს და სასურველი ფორმა მისცენ. ქვის ფილებს ამუშავებენ სხვადასხვა ტექნოლოგიური ხელსაწყოთი და შეერთებული ნაწილები აღარ ჩანს და მასალა ერთი მთლიანობა ხდება . შემდეგ ხდება მისთვის სასურველი ფერების მიცემა. ამ მასალითაა შესაძლებელი როგორც სამზარეულოების ასევე ჭურჭლის ნიჟარების დამზადებაც . რაც მთავარია ამავე ქვაზე ნანო ტექნოლოგიებით ნებისმიერი ნახატის გადატანა შეიძლება. 243 19-ს მოსწონს
|