სხვა ლომისობაზე 17 წლის ახალგაზრდა დაიკარგა 2014, 13 ივნისი, 9:22 უკვე მესამე დღეა ლომისობაზე დაკარკულ 17 წლის ახალგაზრდას ეძებენ.გურამ დადიანიძე დღესასწაულზე ღამისთევით მეგობრებთან ერთად იყო წასული. როგორც მისი მეგობარი ყვება, ისინი სალოცავიდან ბრუნდებოდნენ, როცა გურამმა ქვაზე ჩამოჯდომა და 2 წუთით დასვენება გადაწყვიტა, მეგობრის თქმით მათ მანქანამდე 5 წუთის სავალი იყო. მეგობარი მაშინვე მოიკითხეს თუმცა ვერსად იპოვნეს. ლომისობა სოფელ მლეთაში, წმინდა გიორგის სალოცავში აღინიშნება. მომლოცველები სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან და მთელი ღამის განმავლობაში ლიტანიობას ესწრებიან. 221 11-ს მოსწონს
|