მოგზაურობა სად და როგორ ისვენებენ ფეხბურთის ვარსკვლავები მსოფლიო " ჩემპიონატი - 2014" - ის შემდეგ ( + ბევრი ფოტო ) 2014, 18 ივლისი, 17:18 ზაფხულის ცხელი " ჩემპიონატი - 2014" - ის დასრულების შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის ბრწყინვალე სახეები სამყაროს სხვადასხვა ქვეყნებში ოჯახებთან და ხშირ შემთხვევაში "girlfriend'
ერთად აქტიურად ისვენებენ.სტატიაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანის საზაფხულო არდადეგებს და საინტერესო ფოტოებს იმის შესახებ, თუ ვისთან ერთად და როგორ ატარებენ დროს საკმაოდ გადაღლილი და ნანერვიულები ვარსკვლავები. მაშ ასე:
" მანჩესტერ იუნაითედის" გოლკიპერი დავიდ დე ხეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატზე დიდი ენერგია არ დაუხარჯავს გუნდის სამარცხვინო გაგდების შემდეგ, დასვენებას
მადრიდის უმშვენიერეს სანაპიროზე შეეცადა. ფეხბურთელი მეგობარ გოგონასთან გარსია ალმაგროსთან ერთად ისვენებს, პაპარაცებს ყურადღებიდან არ გამორჩენიათ მისი თითოეული ნაბიჯი და წყვილი მათ რესტორნის დატოვებისას დააფიქსირეს. ფერნანდო ტორესი, ხავი ფერნანდესი და ფაბრეკასი სარდინიის კუნძულებზე მეგობრებთან და ოჯახებთან ერთად ისვენებენ. ფაბრეკასი საკუთარ ქალიშვილთან - ლიასთან და მეგობარ გოგონასთან დანიელა სემანთან ერთად იმყოფება სარდინიაში. მსოფლიო ჩემპიონატი - 2014 - ის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი დ " ბრილიანტის გოლად" შეფასებული გოლის ავტორი მარიო გიოტცე საყვარელ გოგონასთან მოდელ ანნა - კატრინ ბრომელთან ერთად იბიცაზე ისვენებს. საინტერესო გარემოში და სასიამოვნოდ ატარებს დროს რობინ ვან პერსი მეუღლესთან, შვილებთან და მეგობრებთან ერთად. მშვენივრად ატარებს დროს მეგობარ გოგონასთან ლაია გრასთან ერთად ალექს სანჩესი, რომელმაც მაიამიში დასვენება გადაწყვიტა. ლამაზად ისვენებს დიდებულ ოჯახთან ერთად სტივენ ჟერარდი.ოჯახმა ზაფხულის გატარება იბიცაზე ისურვეს. ლას ვეგასში, ნევადაში აქტიურად ისვენებს ჯო ჰარტი და სოციალურ ქსელში მისი ბომონდური დასვენების ფოტოებია გავრცელებული.ასევე საგანგაშო ფოტოები ვრცელდება Jack Wilshere . არანაკლებ ისვენებს რობინ ვან პერსი დიდებულ ოჯახთან ერთად ბარბადოსზე. 259 8-ს მოსწონს 1-ს არა
|